ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის მოთამაშეთა შეფასებებს კიევოსთან გამართული დაპირისპირების შემდეგ:

პერინი – 6 – ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა სადაც საჭირო გახდა ყველგან საიმედოდ იმოქმედა.

დე შილიო – 6 – ჩვეული მატეა დაბრუნდა, რომელიც უშეცდომოდ ირჯებოდა უკანა ხაზში და როდესაც სიტუაცია მოითხოვდა, პარტნიორებს შემტევ მანევრირებებშიც ეხმარებოდა.

რუგანი – 6.5 – ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მოქმედებდა.. მისთვის კიევოს თავდასხმის შეჩერება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. ასპარეზობდა აკადემიურად და ზუსტად.

კიელინი – 6 – არ იყო ჩვეული სიმშვიდით, მაგრამ ეს ნიშნავს რომ შეცდომებს უშვებდა.. სადაც გუნდს დაჭირდა იქ გაჩნდა და პრობლემებიც გადაჭრა.

ალექს სანდრო – 6 – შეეძლო გოლის გატანა მაგრამ სორენტინომ შანსი არ დაუტოვა. სხვა მხრივ აკონტროლებდა საკუთარ ფლანგს და დიდად არ იკლავდა თავს შეტევაში წასვლით.

ბერნარდესკი – 6.5 – მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა მეტოქე.. ხშირად რთავდა სისწრაფეს და არაერთი სახიფათი იერიში წამოიწყო.

მატუიდი – 6 – კიევოს შუახაზი მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. იდგა კედელევით რომელიც არ აპირებდა ჩამოშლას.

ემრე ჯანი – 7 – დიდი მადლობა დიბალას რომლის ფენომენალურმა თამაშმა გერმანელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და გოლი გაატანინა. საკუთარი ფიზიკური უპირატესობით მატუიდისთან ერთად გაუვალი ცენტრალური ხაზი შექმნა.

კოშტა – 7 – ბევრს კომბინირებს.. ეძებს პარტნიორებს და არც თავად იხევს უკან შეტევის ლოგიკური დასრულებისკენ. იტანს ლამაზ გოლს და ერთი სიტყვით პირველ ნახევარში შეუჩერებელია.. მეორე ტაიმში დაღლა ეტყობა და მოედანს აპლოდისმენტების ქვეშ ტოვებს.

დიბალა – 6.5 – ნამდვილი ტრეკუარტისტა.. ასპარეზობს კლასიკური 10-იანივით.. იჭერს მაღალ ტემპს და ხსნის რთულ დავალებებს მინდორზე გუნდის წინააღმდეგ რომელიც მას მუდმივ პრესინგში ამყოფებს. ეფექტურად ირჯება და არაერთხელ მოიყვანა აღფრთოვანებაში ალიანც არენაზე შეკრებილი ქომაგი.

რონალდუ – 5 – ეს არ იყო კრიშტიანო.. ეს იყო ადამიანი რომელიც მას ძალიან წააგავდა.. სხვაგვარად მისი ასპარეზობა აუხსნელია.. კიევო მისთვის გადაულახავ ბარიერად იქცა, არადა რამდენიმე 100%-იანი მომენტი ჰქონდა პარტნიორებისგან შექმნილი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: ასე უნდა დაწყება

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დიბალა დღეს რეჯისტა იყო, ფანტაზისტა თუ ტრეკურტისტა არ ვიცი, მაგრამ პიანიჩის როლიც ითამაშა და არცთუ უარესად. პიანიჩი უფრო ატორმუზებს თამაშს. ბერნა, კოშტა და დიბალა საუკეთესოები იყვნენ დღეს. ბევრს მოძრაობდნენ და სწრაფად გადადიოდნენ შეტევაში. მატუიდი და ჯანი კარგად უმაგრბდნენ ზურგს და შეტევაშიც ეხმარებოდნენ. ეს ვარიანტი ყველაზე ეფექტურია. ამათ რომ სანდროს და კანსელოს დაუმატებ, ძნელი შესაჩერებელი იქნებიან, თუ ალეგრი არ გადაუდგა მოედანზე.

.....
.....
5 years ago

კოშტა დღევანდელ იუვეში საუკეთესო ინდივიდუალისტია, ის რომ კოშტამ სეზონის ნახევარი სკამზე გაატარა დისკალიფიკაციის ბრალია, იუვემ უღირსი საქციელის გამო დასაჯა და ნელნელა შეაჩვია მინდორს. დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის მეორე ნახევარში ძირითადის შეუცლელი წევრი იქნება. ჩემთვის წელავანდელი იუვეს იდეალური შემადგენლობა ასეთია
————————–პერინი—————————-
კანსელო—————ბონუჩი-კიელინი—————სანდრო
——————-მატუიდი——-პიანიჩი——————
————————–დიბალა——————————
კოშტა——————მანჟუკიჩი———————-რონალდო

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

დიბალას საუკეთესო თამაში იყო პლეიმეიქერის როლში

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x