ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ მაქს ალეგრის მატჩისშემდგომ კომენტარს:

“გუნდმა რთულ დაპირისპირებაში ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა.. თუ გავითვალისწინებთ რომ ბოლო ხანებში ორი მძიმე დაპირისპირება გავმართეთ, მაშინ გარკვეულწილად ჩვენი ინერტულობა მისაღებია.. მაგრამ ჩემმა შეგირდებმა მაღალი საშემსრულებლო დონე გამოავლინეს და შედეგით კმაყოფილი დავრჩი.

დიბალას შესაძლოა არ მოსწონს ის როლი რაც მას აკისრია, რადგან უფრო სიღრმეში უწევს ჩასვლა, თუმცა მერწმუნეთ ის ახლა ისეთ გზაზე იმყოფება, რომელიც პაულოს რეალურად დიდ ფეხბურთელად აქცევს. მისი ასეთ სტილში ხილვა ერთი სიამოვნება იყო..

ალექს სანდრო კი უდაოდ დიდი მოთამაშეა ამ სეზონში.. იმის თქმა კი არ მსურს, რომ შარშან ნაკლები იყო, უბრალოდ მან თავის პირველსავე სეზონში გვანახა რაოდენ დიდი პოტენციალი ჰქონდა.

ჯანის ასპარეზობით ასევე კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ უკეთესი იქნება თუ ბურთს უფრო სწრაფად გადაადგილებს ხოლმე.. აი ხედირამ კი მცირე ტრავმა მიიღო საწვრთნელ სესიაზე და იმედი მაქვს სერიოზული არაფერია.. მისი მდგომარეობა უახლოეს რამდენიმე საათში უფრო დეტალურად გვეცოდინება.

რონალდუ? 11-იანებს არასოდეს ვუყურებ.. სხვათაშორის მან საწვრთნელ სესიაზეც გააფუჭა მომენტი.. არაუშავს ყველას შეიძლება ჰქონდეს რთული მატჩი.. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელსაც კი.

ბოატენგის ბარსაში გადასვლაზე თავადაც მოვისმინე.. მილანში მას 10-იანის პოზიციაზე კი ვაყენებდი, მაგრამ რეალურად იგი როსონერისთვის ფორვარდის ფუნქციას ასრულებდა. იგუაინი? მასთან ერთად კარგი ორი სეზონი გავატარე, მაგრამ თუ რაღაც ისე არ მიდის როგორც საჭიროა, მაშინ სრული შესაძლებლობების დემონსტრირებას ვერ ახდენ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x