სქაი სპორტი – მილანში ერთმანეთს პრეციოზი და პარატიჩი ხვდებიან
სქაი სპორტი ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრაზე საუბრობს:
მილანში ერთმანეთს ჯენოას პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი და ბიანკონერის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მარკო პიაცას მომავალზე განიხილავენ..
როგორც ჩანს ბიანკონერის მიერ შეთავაზებულ ვარიანტზე პიაცა დათანხმდა და ახლა ჯერი თავად კლუბებზეა.. ჯენოა მზად არის ხორვატ შემტევს ნაყოფიერი სათამაშო დრო შესთავაზოს, რაც ფეხბურთელს ჰაერივით ესაჭიროება.
იუვენტუსი თავის მხრივ მიესალმება ჯენოას ამ ნაბიჯს და როგორც გავლენიანი იტალიური წყარო იტყობინება შეთანხმების მიღწევას წინ აღარაფერი უდგას.
უახლოეს პერიოდში წესით და რიგით არენდამ ოფიციალური სახე უნდა მიიღოს.. ეს იქნება პიაცასთვის ალბათ უკანასკნელი შანსი დაუმტკიცოს იუვენტუსს რომ იგი იმსახურებს გუნდში ადგილს.