ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

არსენალი და იუვენტუსი კონტაქტს აგრძელებენ..

იუვეს და არსენალს შორის ყოველთვის თბილი ურთიერთობა არსებობდა:

კლუბებს შორის არაერთი გარიგება არის შემდგარი და აარონ რემზი მორიგი ფეხბურთელია, რომელიც ამ კავშირს კიდევ უფრო გაამაგრებს. დიახ, შესაძლოა მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება იუვეს რიგებში, მაგრამ ეს ყველაფერი ურთიერთპატივისცემით განხორციელდა და ტურინელებმა ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყებამდე სწორედ არსენალის მესვეურებს გააცნეს საკუთარი ჩანაფიქრი.

როგორც ირკვევა მხარეები აგრძელებენ ერთმანეთში კონტაქტს და ამჯერად სასაუბრო თემა ემილ აუდეროა.. ლონდონელები იწყებენ ფიქრს კარის დარაჯზე და მათთვის პრიორიტეტული იქნება ახალგაზრდა, იმედისმომცემი იტალიელი მეკარის დამატება.

იუვე თავის მხრივ აუდეროზე დიდ იმედებს ამყარებს, მაგრამ ამ ეტაპზე რაიმე სათამაშო დროის მიცემაზე საუბარი რთულია.. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საყოველთაო მოსაზრებით თუ ის წარმატებით განვითარდა, არაა გამორიცხული რემზი ტურინში იანვარშივე გადაბარგდეს..

სხვათაშორის აქ მეორე საკითხია კიდევ მნიშვნელოვანი. უკანასკნელი საათების მანძილზე ამ მიმართულებით საუბარი გახშირდა, რაც სამი ხედირას მორიგმა ტრავმამ გამოიწვია. ფეხბურთელს მარჯვენა მუხლზე აქვს პრობლემები და სწორედ ამის გამო ვერ მოხვდა კიევოსთან სასტარტო შემადგენლობაში..

არსებული პრობლემებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა საკითხი რემზის დაუყონებლივ გადმოყვანაზე, თუმცა რამდენად მოხერხდება მხარეებს შორის შეთანხმება უცნობია.. ვნახოთ, თუ შეძლებს ემილ აუდერო ამ რთული ამოცანის გადაჭრას.. საკითხავია იუვეს თუ ამდენად უღირს ახალგაზრდა კარის დარაჯის დათმობა..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ამ ბიჭმა თუ ესე გააგრძელა, პერინს აჯობებს მომავალში და ვაფშე შეილება რო ძაან მაგარი მეკარე დადგეს!

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x