ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენატიამ შესაძლოა ტურინელთა გეგმები არიოს

მიუხედავად იმისა, რომ პარატიჩიმ დროებით მოახერხა ბენატიას დამშვიდება და გუნდიდან წასვლა მისთვის გადაეფიქრებინა, სიტუაცია კვლავ დაიძაბა:

ნოემბერში მედჰიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მას მობეზრდა სათადარიგოთა სკამზე ყოფნა.. მაშინ ბიანკონერის სპორტულმა დირექტორმა მოახერხა სიტუაციის განმუხტვა..

მაგრამ როგორც ჩანს ამას დროებითი ეფექტი ჰქონდა, რადგან დღეს ერთმანეთს სწორედ ბენატიას აგენტი და პარატიჩი შეხვდებიან.. მაროკოელს გუნდიდან წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ამის გაკეთება უკვე იანვარშივე სურს..

მისით ამ ეტაპზე რამდენიმე ფრაგული ლიგის გუნდები ინტერესდებიან, თუმცა კონკრეტული ცნობები არაფერია.

საგულისხმოა, რომ თუ ბენატიამ წასვლა მართლაც გადაწყვიტა და იგი ვერაფრით შეაჩერეს, მაშინ ბიანკონერის სატრანსფერო ბაზარზე გასვლა მოუწევს და ალტერნატივის მოძიება..

უპირველესი სურვილი მატიას დე ლიხტია მაგრამ აიაქსმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია – ივლისამდე ჰოლანდიელი არსად არ მიდის.. ხოლო ზაფხულში ნებისმიერ კლუბს მინიმუმ 60-70 მილიონის გადახდა მოუწევს რაც პატარა ფული მცველისთვის ნამდვილად არ არის.

ალტერნატიული ვარიანტები – კრისტიან რომეროზე მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ჯენოა სეზონის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ახალგაზრდა ფეხბურთელს წესით და რიგით ვერ ან არ შეელევა..

უკანასკნელ საათში კიდევ ერთმა გვარმა გაიჟღერა.. საუბარი არის ჩელსიში მყოფ ანდრეას კრისტენსენზე.. თუ არისტოკრატები არენდაზე დათანხმდებიან, მაშინ იუვესთვის ეს ერთგვარი გამოსავალი გახდება შექმნილ არასასიამოვნო სიტუაციაში.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x