ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

განახლებული ცნობები იტალიური მედიისგან დარმიანი-სპინას ამბებზე

მატეო დარმიანთან დაკავშირებით იტალიური მედია განახლებულ ცნობებს გვაწვდის:

ბიანკონერის მესვეურებს ლეონარდო სპინაცოლასთვის სათამაშო პრაქტიკის თვალსაზრისით ბოლონიაში გადასვლა შესთავაზეს.. ფილიპო ინძაგის ძალიან სურს ნიჭიერი იტალიელის საკუთარ გუნდში ხილვა.. მას ღრმად სწამს, რომ გადარჩენისთვის ბრძოლაში ლეონარდო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა.

მეორეს მხრივ თავად სპინაცოლა პირველივე დღიდან ოცნებობდა ბიანკონერის მაისურზე და მასთან იოლად განშორებას, თუნდაც დროებით არ აპირებს.. საგულისხმოა, რომ იგივე აზრზეა მაქს ალეგრი რომელიც მოხიბლულია მოთამაშის სათამაშო მახასიათებლებით და მის გამოყენებას სეზონის დასკვნით ნაწილზე უფრო სასარგებლოდ მიიჩნევს ვიდრე დარმიანის გაფორმებას.

და რა ხდება დარმიანთან მიმართებაში? ინტერი უკანასკნელი 24 საათის მანძილზე, იმდენად აქტიურად ჩაერთო ბრძოლაში რომ ფაქტიურად ყველაზე ახლოს იტალიელი მცველის სამშობლოში დაბრუნებასთან ახლა სწორედ ის არის..

მოლაპარაკებები იუნაიტედთან უშუალოდ მაროტამ აწარმოა, რომელსაც ღრმად სწამს რომ მოახერხებს ტურინელები კოლეგების და კერძოდ ფაბიო პარატიჩის დამარცხებას ამ ტრანსფერში..

ნერიაძურის დარმიანისადმი ინტერესი სიმე ვრსალკოს ტრავმიდან გამომდინარეობს.. ხორვატმა ინტერის გეგმები ოდნავ არია და სწორედ ამიტომაც აქტიურობენ ისინი ბაზარზე..

საგულისხმოა, რომ იუნაიტედი არენდაზე არის თანახმა ოღონდ მინიმალური თანხა 6 მილიონს შეადგენს, რასაც სეზონის ბოლო კიდევ 6 მილიონი დაემატება და მსურველს მატეოს სატრანსფერო უფლებების საბოლოოდ გაფორმება შეეძლება..

როგორც ირკვევა არსებული პირობები იტალიურ გრანდებს ოდნავ აფიქრებს, მაგრამ ნერიაძური სიტუაციიდან გამომდინარე უკან დახევას არ აპირებს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რა ნახეს ამ მცველში ესეთი გადარეულები რომ არიან რაგა დროის დარმიანია გადაობენ ესენი :blin: :blin:

რ ე ა ლ ი ს ტ ი

არ გამიკვირება ვაფშე მანჩესტერს რომ გაუცვალონ სპინა ამ მთხლეში და იქით თანხაც დაუმატონ. აი 5 მესი და 5 რონალდო რომ ყავდეთ გუნდში მაინც იმაზე აიგღზნებიან ვიღაც უვარგისი მოათრიონ და ჩააკვეხონ

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რით ვერ შეეშვენ ამ დარმიანს ტო. რა ჯანდაბათ გვინდა. ტორინოს და სამპდორიას დონის ფეხბურთელია რაა. ამას თუ დე შილიო არ ჯობდეს 1 თავით რაა)

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x