ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დასრულდა სტურაროს ტურინული თავგადასავალი..

სტეფანო სტურარო კარიერას ჯენოაში განაგრძობს:

“4 შესანიშნავი სეზონი გავატარე ტურინში, მაგრამ ვინც მიცნობს ძალიან კარგად იცის რომ გენუის მიმართ განსაკუთრებული ემოცია გამაჩნია.

მოუთმენლად ველი შინ დაბრუნებას და ახალი თავგადასავლის დაწყებას”..

ფეხბურთელი 4 სეზონის მანძილზე იცავდა შავ-თეთრი მაისურის ღირსებას, თუმცა შარშან არენდის წესით სპორტინგში გადაბარგდა, სადაც ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

შეთანხმება ჯერ ოფიციალურად არ გახმაურებულა, მაგრამ როგორც ჩანს საქმე ახლოს არის დასრულებასთან.

სტეფანო ჯენოაში სეზონის ბოლომდე არენდით გადაბარგდება, ხოლო ზაფხულში პრეციოზი მის უფლებებს 10 მილიონად საბოლოოდ გამოისყიდის.

2 thoughts on “დასრულდა სტურაროს ტურინული თავგადასავალი..

  1. რა დაემართა ამ იგროკს მაინც? არადა არ ქონდა ცუდი რეიტინგი.

    ნეტავ იუვე 1 როგორაა ახლა?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.