ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო პიაცასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცნობებს ავრცელებს

ჯანლუკა დი მარციო საინტერესო ცნობებს აქვეყნებს:

შეხვედრა ჯენოას პრეზიდენტ ენრიკო პრიციოზსა და მარკო პიაცას აგენტს ნასტალიჩს შორის რამდენიმე წუთის წინ დასრულდა..

გენუელთა პირველმა პირმა დეტალური გეგმა გააცნო მარკო პიაცას საფეხბურთო წარმომადგენელს მისი კლიენტის თაობაზე..

როგორც ჩანს ხორვატის მხარე მოხიბლულია არსებული ვარიანტით და ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ თანხმობა განაცხადეს ფლორენციის დატოვებაზე..

უახლოეს ხანში ჯენოა მარკო პიაცას არენდით გაფორმებას ოფიციალურად დაადასტურებს.

ჯერჯერობით საქმე 6 თვიან არენდას ეხება, მაგრამ როგორც ირკვევა გენუელებს ექნებათ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება.. თავის მხრივ იუვე საბოლოო კონტრგამოსყიდვას თავის სასარგებლოდ დაიტოვებს.

შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ უახლოესი 6 თვე პიაცასთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან ეს ვარიანტი სწორედ პარატიჩიმ გაუჩარხა სათამაშო პრაქტიკის გამო..

სწორედ ამ პერიოდის მანძილზე ექნება იუვეს საშუალება პიაცა რეალურად ნახოს საქმეში და თუ იგი მოახერხებს უწინდებურ საფეხურზე დაბრუნებას, მაშინ დიდია შანსი ახალგაზრდა შემტევი კვლავ ვიხილოთ შავ-თეთრი მაისურით..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ძმებო რა მაინტერესებს იცით იგუ ჩელსიმ უფასოდ წაიყვანა არენდით თუ რა ხდება??/სრული იმფო ამის შესახებ გაქვთ ვინმეს???ანუ მილანმა ის 18 მილიონი გადაყარა 6 თვეში ასე გამოდის???დაწერეთ რა სრულად თუ ვინმემ იცით???

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

9 მილიონს მილანი რიცხავს და 8 მილიონს ჩელსი და 32 თუ 36 მილიონად გამოსყიდვის უფლება აქვს ჩელსს

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to  Dutch

რავი რბილად რო ვთქვათ, რთული წარმოსადგენია რო დაბრუნდეს და მითუმეტეს აქ გაქაჩოს ამ კონკურენციაში, თორე კი არაფერს ვერჩი))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to  Dutch

მართალი ხარ ძმაო ის თუ ჯენოაში სათამაშო პრაქტიკას მიიღებს და თან გაამართლებს ახალგაზრდაა შეიძლება მოხდეს სასწაული და შეცხვალოს მანჯუ 1-2 სეზონში ვნახოთ………

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to  Dutch

მანჯუკიჩის შეცვლა რავი ცოტა სხვა პოზიციაც არის)) კი ბატონო მოიხოდოს. წინააღმდეგი არ ვარ) პროსტა სასწაულები უნდა აკეთოს სადაც იქნება, რო ისევ დავამყაროთ იმედები)

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

აი ვაფშე არ არის მნიშვნელოვანი პიაცას მომავალი იუვეს მომავალთან)) ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე)

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x