ბრძოლა ახალი პირლოსთვის გრძელდება..
სანდრო ტონალისთვის სერიოზული ბრძოლა ვითარდება:
კორეირო დელა სერა განახლებულ ცნობებს გვაწვდის ახალგაზრდა ნახევარმცველის გარშემო არსებულ სიტუაციაზე..
გუშინ, რომამ ოფიციალური წინადადებით მიმართა მასიმო ჩელინოს ნიჭიერი შუახაზელის თაობაზე.. დედაქალაქელები მზადყოფნას გამოთქვამდნენ ბრეშას მოთამაშის სანაცვლოდ 28 მილიონი და დამატებით ბონუსები გადაეხადათ..
თუმცა, მოკრძალებული კლუბის პრეზიდენტმა მონჩის უარი უთხრა:
“ვფიქრობ, ჯერჯერობით ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც მოლაპარაკებების წარმოება მიზანშეწონილია.. ჩვენ ახლა სულ სხვა გეგმა გვაქვს და ეს არის სერია ა-ში დაბრუნება.. სატრანსფერო საკითხებს ზაფხულში დავუბრუნდებით”..
გავლენიანი იტალიური გამომცემლობების მტკიცებით, ყველაზე კარგი შანსი ფინანსური ასპექტიდან გამომდინარე იუვენტუსს აქვს.. პარატიჩი აღარ აპირებს ვერატის შეცდომის გამეორებას და მას იუვენტუსის ბორდისგან დიდი მხარდაჭერა გააჩნია აღნიშნულ ტრანსფერზე..
მეორეს მხრივ, ფაბიოს იუვეს ექს გენერალურ დირექტორთან – ჯუზეპე მაროტასთან მოუწევს დაპირისპირება, რადგან ინტერის ამჟამინდელმა მაღალჩინოსანმა უკვე აცნობა ჩელინოს ტონალის მიმართ ნერიაძურის ინტერესსზე..
ნუ ამ ჟურნალისტებმა ხო ტვინი მოხსნეს ახალი პირლო და ის და ეს
აი ზუსტად მაგიტო არ გაამართლებს.ვინმეს რო ადარებენ ფეხბურთელს როგორ ვერ ვიტან ტო 
რემზის გადარჩენილი გუნდი არ გაიშვას
უბრალოდ უკეთესი არავინ ჩანს მომსვლელი და რაღაც სიახლე მაინც იქნება ცენტრში =))
რემზი გადამრჩენელია ჩვენთვის თუ რა ხდება
ჩელსისთვის მაინც აგვეხია ვინმე ღიპიტას სანაცვლოდ) კაროჩე ისევ იგივე პოლიტიკას აგრძელებენ რა. თავისუფალი აგენტების დევნა სისხლში აქვთ უკვე) რემზიც კი ვერ გადმოიყვანეს ამ ზამთარშივე და ზაფხულში თუ ეგ გამოგვიცხადეს მთავარ ტრანსფერად ძაან ნერვების მომშლელი იქნება))
რავი მე რაც ვნახე ამის ვიდეო, უი დედა ეს რა ვნახეთქო ვერ ვიტყვი) მარა ინვესტირება ღირს რაა. რა იცი იქნებ მართლა გაამართლოს)
რემზი ვერ მოყავთ ანუ ამ ფანჯარაზე თუ რატო არ იწერება არაფერი ))
კარდიფის ფან-ჰაუსად იქცა ეგ გვერდი? :დდდ მოკლედ რააა, დარჩა აქ ძველებიდან ვინმე? :)))