ტურინელები ზამთრის ტრანსფერს უახლოვდებიან – კასერესი ან ბრუნო ალვეში..
გაძეტა დელა სპორტის ინფორმაციით:
მარტინ კასერესის ტრანსფერი ტურინულ გრანდში პროგრესულად ვითარდება და არ არის გამორიცხული, ურუგვაელმა სამედიცინო შემოწმება უკვე უახლოეს რამდენიმე საათში გაიაროს..
ცვლილება დაცვის ხაზში გამოწვეულია მედჰი ბენატიას გადაწყვეტილებით ტურინიდან წასვლის თაობაზე.. თავდაპირველად პარატიჩიმ დაითანხმა მისი იუვეში დატოვება ზაფხულამდე, მაგრამ საუდის არაბეთიდან მოსულმა წინადადებამ მაროკოელს აზრი კვლავ შეაცვლევინა..
ტუტოსპორტი თავის მხრივ ავრცელებს ცნობებს, რომ ბიანკონერი ასევე აქტიურად მუშაობს პარმადან ბრუნო ალვეშის ტრანსფერზე.. უბრალოდ აქ პრობლემას თავად პარმა ჰქმნის, რომელიც არ გეგმავს მასთან განშორებას..
ბრუნოს ტრანსფერს სხვათაშორის კრიშტიანო რონალდუ ლობირებს, რომელიც მისი დიდი ხნის მეგობარია..
ისე ღადაობთ რა ალვეში… ტიპი 37 წლისააა… მაგას ისევ კასერესი სჯობს… იუვესთან ყველა ისე მონდომებით თამაშობს რო მაგხელა კაცის თამაში არამგონია კარგი იდეა იყოს
ეს კასერესი ის არაა კონტრაქტი რო გაუთავდა და იუვემ არ გაუხანგრძლივა? მახსოვს ეგრე იყო და დაჟე ნახევარი წელი არც ყოფილა სადმე…
კომენტარი რატომ არ იდება ?
ეს ბენატიაც მაგარი ქინძი ყოფილა, ტრავმა აქვს ახლა თორემ ითამაშებდა ხშირად თუ არა იშვიათად მაინც, ბოლო ბოლო გუნდში თანაგუნდელად რონალდო გყავს სად გარბიხარ რა საუდის არაბეთი ბლინ,
ტრავმის მიღებამდეც სკამზე უწევდა ჯდომა ან რონალდოს გუნდში ყოფნა ბენატიასთვის რას ცვლის თუ არ ათამაშეს მეეჭვება რონალდოს თანაგუნდელობის გამო ვინმე სკამზე ჯდომას დათანხმდეს
რუგანი გაასასტავე ალეგრი არავინ გვინდა წავიდეს ბენა
ისე როგორ იქნება ბონი კიელო ერთად გაიტრავმონ…ბარძაღლიც ხო დაბრუმლნდება
დაბრუნდება
ბრუნო ალვეშს კასერესი ბევრად ჯობია ისე კი ერთი ნახევარ მცველიც გვინდა თუნდაც ისეთი რომ სერია ა-ში რომ გამოგვადგება.