ალეგრი: “კასერესი კარგად იცნობს იუვენტუსს”
მასიმილიანო ალეგრიმ ურუგვაელი მცველის მარტინ კასერესის დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
“კასერესის ტრანსფერი არ არის დროებითი გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც ბენატიამ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო ჩვენ დავუკავშირდით მარტინს და მის აგენტს, ისინი სიამოვნებით დათანხმდენ ჩვენს წინანადებას.
მარტინი შესანიშნავად იცნობს “იუვენტუსს”, იცის “იუვეს” ფილოსოფია სწორედ ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი მასზე.
რაც შეეხება ბენატიას, მასთან მიმართებაში კლუბს ჰქონდა გეგმები, მაგრამ ფეხბურთელის ნება სურვილის წინააღმდეგ წასვლა ნამდვილად არ გვსურს”.