ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი ლაციოსთან დაპირისპირებაზე

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის ტრადიციულ წინასამატჩო პრეს-კონფერენციას, რომელიც ლაციოსთან მატჩს დაეთმო:

ლაციოსთან დაპირისპირება იოლი არასოდეს არის და ველი, რომ მათ რიცხვში იქნება ხვალინდელი 90 წუთიც.. დარწმუნებული ვარ დედაქალაქელები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ და მაქსიმალურად ეცდებიან მიმდინარე სეზონში დიდი გუნდის პირველად დამარცხებას..

მათ წინა ხაზში პრობლემები ნაკლებად აქვთ, რასაც ვერ ვიტყვი უკანა ხაზზე.. წლევანდელ სეზონში ლაციალე ისევე მჭიდროდ და კომპაქტურად დაცვაში აღარ გამოიყურება, რაც ოპონენტს გარკვეულ შანსებს უტოვებს წარმატების მისაღწევად.

სკუდეტომდე ჯერ კიდევ შორია.. მაგრამ ყოველ მატჩში მიღწეული წარმატება ჩვენს მიზანთან უფრო ახლოს გვაყენებს.. ამიტომაც სრული კონცენტრირება უნდა დავინახო შეგირდებისგან, რათა ამ შეხვედრაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს.

ტრავმა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და მისგან დაზღვეული არცერთი გუნდი არ არის. საბედნიეროდ ჩემს განკარგულებაში კონკურენტუნარიანი შემადგენლობაა, რომელსაც ძალუძს სირთულეებთან გამკლავება.

მანჯუკიჩი და ხედირა სავარაუდოდ გუნდს პარმასთან დაპირისპირებაში დაუბრუნდებიან.. კანსელუ კი გამოჯანმრთელდა მაგრამ მას უკიდურეს შემთხვევაში თუ გამოვიყენებთ. პიანიჩი სრულფასოვან საწვრთნელ სესიას ორშაბათს თუ დაუბრუნდება..

ამ შეხვედრაში შეგვიძლია ორი ან სამი ნახევარმცველით ასპარეზობა.. თუ უკანასკნელს ავირჩევ მაშინ გამოდის, რომ სასტარტოში ემრე ჯანს, ბლეზ მატუიდის და როდრიგო ბენტანკურს ვიხილავთ.. წინა ხაზში კოშტა-ბერნარდესკის წყვილიდან ერთ-ერთს..

ემრე ჯანი პროგრესირებს, თუმცა მან თავადაც კარგად იცის რა კომპონენტში ესაჭიროება დახვეწა.. იგი ახლა მცველების წინ ირჯება, ეს კი ნიშნავს იმას რომ ბურთის ამოტანისას მეტი სიფრთხილე, მაგრამ ამავე დროს გადაწყვეტილების სწრაფი მიღებაა აუცილებელი.. მეორეს მხრივ მან დაცვით ასპექტში გუნდს დამატებით სიმშვიდე მოუტანა, ეს კი მნიშვნელოვანი რამ არის! იგი უდაოდ წარმატებული შენაძენია ჩვენი გუნდისთვის..

ბენტანკურზეც პრინციპში ანალოგიურს ვიტყვი.. როდესაც დაცვიდან ამოსვლა გვიწევს, ეს იმდენად თავდაჯერებულად და ზუსტად უნდა განხორციელდეს, რომ მეტოქის მხრიდან განხორციელებულ პრესინგს აზრი დაეკარგოს.. პიანიჩი ამ კომპონენტში ჯერჯერობით საუკეთესოა.. მასთან ერთად ბურთი უფრო სწრაფად გადაადგილდება.. მაგრამ სწორედ ბოსნიელია ის ვინც დიდ პაუზებს აკეთებს მოქმედებებს შორის..

ეს ყოველივე საწვრთნელ სესიაზე იხვეწება და ჩვენც მუხლჩაუხრელად ვშრომობთ, რომ რაც შეიძლება ეფექტურები, მობილურები და ცივსისხლიანები გავხვდეთ..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x