ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს გვთავაზობს
ტუტოსპორტი მატჩის წინ ტრადიციულად სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას გვთავაზობს:
საინტერესოა, რომ მხოლოდ ტუტოსპორტი ვარაუდობს ამ შეხვედრაში ტაქტიკურ სქემა 4-2-3-1-ს.. ძირითადათ ყველა 4-3-3-ს ვარაუდობს, მაგრამ გამომდინარე იმ ფაქტიდან რომ ხშირ შემთხვევაში ტუტოსპორტი მაინც ყველაზე ახლოს მყოფს ვარაუდობს, ჩვენც სწორედ მას შემოგთავაზებთ..
კარში რათქმაუნდა შესნი იდგება.. პოლონელი მეკარე წლევანდელ სეზონში რომ სასტარტოს უცვლელი წევრია პირველსავე შეხვედრაში დავინახეთ.
დაცვის ფლანგებზე დე შილიო და ალექს სანდრო იქნებიან, რაც უკვე თავად ალეგრიმაც დაანონსა.. ცენტრალურ ზონაში კი ბონუჩი-კიელინის წყვილი დაბრუნდება, რუგანი თავის მხრივ სკამზე გადაინაცვლებს.
ნახევარდაცვაში ბენტანკურს ვარაუდობს ჩვენი ძმა და მეგობარი ტუტოსპორტი.. მატუიდი იქნება მის მხარდამხარ.. ამ სქემაში კი სკამზე ყოფნა ემრე ჯანს მოუწევს.. ნომინალურად სწორედ ის იქნება ერთადერთი ცენტრალური ნახევარმცველ და ალბათ ამ მოტივით შეგვიძლია დავუშვათ, რომ მაქსი ამ ეტაპზე მის ხელთ არსებულ სამივე შუახაზელს ერთდროულად არ ჩართავს..
შემტევი ტრიო ფორვარდამდე პრინციპში ადვილად გამოსაცნობია.. დიბალა ფანტაზისტაზე, მაშინ როდესაც კოშტა და ბერნარდესკი ფლანგებიდან ეცდებიან თავისუფალი ზონის პოვნას და შემდგომ მის ეფექტურად გამოყენებას..
ცენტრ ფორვარდზე კი ბუნებრივია კრიშტიანო რონალდუ იქნება, რომელმაც გასულ კვირაში ალბათ ყველაზე უსახური მატჩი ჩაატარა ტურინულ კარიერაში, რასაც პლიუს 18 მილიონიანი ჯარიმის გადახდაც მოყვა გადასახადების დამალვის გამო და ალბათ ლაციოსთან ყველაფრის რეაბილიტირებას ეცდება..
მერდას და იუვეს იქს 2 დამრჩა და 210 ლარს ვიგებ 10 ლარში, მაგრამ მერდამ რომ საქმე არ გააფუჭოს არ შეუძლია, ტორინო უბაბანებს გემრიელად
არ გამიკვირდება კასერესს კონტაქტის გაფორმებისას მიეღო ტრავმა. ეს ხომ იუვეა
გაუმარჯოს მეგობრებო! როგორ ხართ ბევრს გემქხსივრებით კიდეც როგორ ხართ? რამდენი ხანია არ შემოვსულვარ ჩემი…. დათო შენ არავახარ ჩემი ექაუნთი აღმიდგინე რა პაროლი არ მახსოვს ემაილს გეტყვი zardiashvili.levan@gmail.com
ბიჭებო კაია ეს რეკლამები საიტს ჭირდება მარა ეს აჭარაბეთი ერთ სააათიანი როა არ შეიძლება პირდაპირ ირთვებოდეს?
კასერესის ამბავი რატო არ ოფიციალურდება ხო მშვიდობაა მის თავს???გაიარა სამედიცინო შემოწმება??? :)))
გაბრაზებული რონის იმედი მაქვს დღეს,ისე დიბალა კარგ ფორმაში შევიდა.კოსტა და ბერნა კი ორივე მაგარია