კიელინი:”55-60 წუთის მანძილზე ამაზრზენად ვმოქმედებდით”
ჯორჯო კიელინის მოსაზრებით იუვენტუსის შესრულებით ეს მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რაშიც ძნელია არ დავეთანხმოთ:
“თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 55-60 წუთის მანძილზე რასაც ვუყურე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.. ეს საშინელი გამოსვლა იყო ჩვენი შესრულებით..
საბედნიეროდ გუნდში სხვადასხვა პოზიციაზე მაღალი დონის შემსრულებლები გვყავს.. მაგალითისთვის ვიტყვი შესნის რომელიც ერთი საათის მანძილზე გვიხსნიდა შეცდომებისგან.
ამის შემდეგ გონს მოვედით და საქმეს სერიოზულად მოვეკიდეთ.. მწვრთნელმა ზუსტად დაინახა, თუ რომელ კომპონენტში გვმართებდა მომატება.. მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან რამდენიმე დღეში სათასო მატჩი გველის ატალანტასთან..
ნამდვილად იუვეს 20 თებერვალს იხილავთ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ყურადღებით ვიყოთ, რადგან ლაციოსგან დიდი პრობლემები მივიღეთ და თუ არ გვსურს მომავალშიც ასე განვაგრძოთ, მაშინ დაპირისპირებას პირველივე წუთებიდან სათანადო დონეზე უნდა შევხვდეთ..”
უდაოდ მართალია :roll::roll: