ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

მაქს ალეგრი პასუხისმგებლობას 55-60 წუთზე საკუთარ თავზე იღებს:

მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელები რომლებიც მოედანზე იმყოფებოდნენ საკუთარი როლიდან გამომდინარე ვერ ახერხებდნენ ერთმანეთის სწორად გაგებას..

შესვენებაზე ვუთხარი, რომ უფრო მშვიდად ეთამაშად და ამდენი შეცდომა ელემენტარულ გადაადგილებაში არ დაეშვათ..

ემრე ჯანი რთულ მდგომარეობაში ჩავაგდე.. ფაქტია იგი ჯერ არ არის სათანადოდ მზად მსგავს ამპლუაში სათამაშოდ.. შესაბამისად ამ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.. გადავწიე თუ არა რეჯისტაზე ბენტანკური, მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა..

ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ თუ რა შეცდომებს ვუშვებდით.. მოვახერხეთ საკუთარ თავში ძალების პოვნა და მისი სწორად განვითარება აღარ გაგვჭირვებია.. ბერნარდესკიმ და კანსელუმ იუვენტუსი მინდორზე მეტად ორგანიზებული, მწვავე და სახიფათო გახადეს..

გამარჯვება? 60 წუთის მერე შევხედავთ სიტუაციას, მაშინ ბუნებრივია სრულიად დამსახურებულად მოვიპოვეთ და უფრო მეტიც, შეგვეძლო თავისუფლად გაგვეტანა მესამე ბურთი და შეხვედრა რთულ მომენტამდე არ მიგვეყვანა, როდესაც მილინკოვიჩ-სავიჩი სტანდარტულ მდგომარეობას ასრულებდა..

კიელინიმ შესნი შეაქო და იგი აბსოლუტურად მართალია.. პოლონელი ბრწყინვალე კარის დარაჯია და ეს ჩვენ დღეს არ შეგვიტყვია.. მისი მოქმედებების ხარჯზე მოვახერხეთ თამაში დარჩენა და წარმატების მიღწევა.

ბონუჩის ფეხი გასივდა და ახლა რაიმეს პროგნოზირება რთულია.. მყავს განკარგულებაში კასერესი.. მალე დაგვიბრუნდება პიანიჩი, ასე რომ იუვე მზად არის გამოწვევებისთვის.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

ჯიჯის დღეს გილოცავთ ყველას

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

კიდევ ერთხელ ვიტყვი იმის მიუხედავად რომ საშინელი 60 წუთი ვითამაშეთ,არაფელი საგანგაშო არ იყო გუშინ.პირიქით ურთულესი პრესინგი დაძლია გუნდმა ასე თამაში იუვესთან მარტო სამ გუნდს შეუძლია მარტო.ალეგრიმაც გაართვა ამ გამოწვევას თავი და პირიქიტ უფრო კმაყოფილი ვარ ვიდრე იმედგაცრუებული

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

ყველაზე აქტოურო ალეგრი იყო :) საგანგაშო არც მარცხის მიუხედავად იქნებოდა უბრალოდ ატლეტიკოს თვალი ჩაუკრა ლაციომ.

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

ყველას ტავისი რჩეული ყავს აქ იმას ის უნდა იმას ისა, ის მოვიყვანოთ ის ვიყიდოთ ის მაგარია ის კლასნია, მაგრამ რატომრაც ცოტა თუ ფიქრობს იმაზე რომ იუვეში რომ მოიყვანო რამდენად იქნება ისეთი კარგი როგორიც ახლაა თავის კლუბში?

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

რეალისტი კონტეს ნახევარდაცვა საუკეთესო რგოლი იყო რა არ გახსოვს,ან უფრო გვიან რომ წავიდეთ ნახევარდაცვა იყო იუვეში მამოძრავებელი ძალა.ალეგრის ბრალი მართლა არაა ჩემი აზრით სუსტი ნახევარდაცვა.და ატლეტიკოსთან ზუსტად ასეთი პრესინგი გველოდება ,კარგი ტრეინინგი გამოვიდა და დავძლიეთ რაც მთავარია.

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

როდის როგორი იყო სხვა თემაა, ახლანდელზე ვსაუბრობ, რომ აი მაგალიტად მატუიდი და ჩანი სუსტია, მოიყვანეს სხვა მაგალიტად მილინკოვიჩ-სავიჩი ,არაა არანაირი გარანტია რომ ისეთივე სასარგებლო იქნება როგორც ლაციოშია, 21 წლის ბენტანკური რომ ყველას ჯობია დღეს ცენტრში უდავოა და ცოტა არ იყოს სირცხვილიც

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

ხიბლი იმაშია სუსტი ნახევარდაცვა რომ გყავს და მაინც ყველას უგებ და არა იმაში ვარსკვლავებით გადაჭედილი რომ ხარ, ოპელით რომ გაუსწრებ მერსედესს უფრო სიამოვნებაა ვიდრე ფერარით

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

აქ ამრტო ცუდათ თამაშში არაა საქმე, აპასნი ისაა რომ სიმეონე ნახავდა ამ თამაშს და ტავის ფეხბურთელებს ასჯერ გადაუხვევს და აყურებინებს თუ როგორ უნდა შეაჩერონ იუვე. ეს მაშინებს მე თორემ რაც იუვეს ფანი ვარ და მის თამაშებს ვუყურებ ასეთი საზიზღარი მატჩი არ მახსოვს არასდროს. რაც შეეხება ამ ყბადაღებულ ნახევარდაცვას, ასე მგონია ვინც არ უნდა მოიყვანონ ვისაც არ უნდა კარგი პრესა ქონდეს იუვეში ყველა შტერდება. ჩანი ასეთ მატცებისთვის არაა მზადო, მაიცა კაცო 17 წლის ბალღია? ლივერპულის სასტავის კაცი იყო, მანჩესტერი, ჩელსი არსენალი, ტოტენჰემი, ლიგა, ყველაფერი გამოუვლია და ლაციოსთან გამოუცდელობამ დაღუპა? სხვისი არ ვიცი და მე არავისი მჯერა რომ აი იუვეში მოვა და… Read more »

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

ალეგრის ამ თანაშის გამო ვერ გავაკრიტიკებ.მართალია სასტავი არასწორად შეარჩია,მაგრამ მისმა ცვლილებებმა და გადაადგილებამ მოაგებინა გუნდს

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x