ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს:

შენი – 6.5 – არაერთ ეპიზოდში იხსნა საკუთარი გუნდი.. პაროლოს დარტყმულზე კი ისეთი რეაქცია გამოავლინა, რომელმაც ოლიმპიკო ცოტახნით გააჩუმა კიდევაც..

დე შილიო – 5.5 – კორეამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა.. იძულებულია ძირითადი დრო საკუთარ ნახევარზე გაატაროს.. ვერაფრით მოახერხა წინ ასვლა და პარტნიორებისთვის მარჯვენა ფლანგზე ბურთის გასათამაშებელი ვარიანტის შეთავაზება.

ბონუჩი – 6 – მალევე იღებს ტრავმას, თუმცა ცდილობს ტკივილს გაუძლოს და მაქსიმუმს დებს საკუთარი გუნდისთვის. საბოლოო ჯამში მაინც ტოვებს მოედანს.

კიელინი 41 წუთიდან – 6 – ჩვეული საფეხბურთო აგრესიით გამოდის მოედანზე.. შეიძლება ითქვას გარკვეულწილად მისი გამოსვლა კარგიც კი იყო, რადგან თავდაჯერებულობის თვალსაზრისით ტურინელებს აშკარა პრობლემები ჰქონდათ.

რუგანი – 6 – ერთადერთი შეცდომა დაუშვა, როდესაც იმობილე გაექცა და ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა ბურთის კარში ხეირიდან გადაგზავნა. სხვა მხრივ ძალზედ თავდაჯერებულად და ცივსისხლიანად მოქმედებდა.

ალექს სანდრო – 6 – საოცრად კონცენტრირებულია პირველ ნახევარში.. თუმცა ეს დაცვით ასპექტებს ეხება.. სიტუაცია არ აძლევდა შანსი წინ წასულიყო, რაც მეორე ტაიმში შეიცვალა და ბრაზილიელი რონალდუს დახმარების ხელს უწვდის.

ემრე ჯანი – 4.5 – კატასტროფული თამაში.. ისინიც კი ვინც ბოსნიელის თამაშს ხმამაღლა აკრიტიკებენ, სინანულით უყურებდნენ გერმანელის ასპარეზობას რეჯისტას პოზიციაზე.. ვერ ინარჩუნებს მაღალ ტემპს და საერთოდ გუნდს ვერაფერს ვერ სთავაზობს.. უშვებს მომაკვდინებელ პოზიციაში რამდენიმე შეცდომას.. ბოლოს საკუთარ კარშიც გააქვს და საკუთარ გუნდს სეზონში პირველი საშინაო ჩემპიონატის მარცხის წინაშე აყენებს.

მატუიდი – 5.5 – ფრანგი ჩვეულად ცდილობს მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ყოფნას და ბრძოლას.. თუმცა, მოედნის ცენტრში პარტნიორებთან კომბინირება არ გამოდის.. მატჩში სადაც მეტოქე ასეთ პრესინგს თამაშობს ფრანგი იდეალური პარტნიორი ბურთის სწრაფად გათამაშებისთვის ნამდვილად არ არის..

ბერნარდესკი 60 წუთიდან – 7 – გამოდის, რომ მოახდინოს გადატრიალება საკუთარი გუნდის უსახურ თამაში.. პირველი სპრინტი და ანგარიში ხდება 1-1.. მეორე ჩართვა მარცხენა ფლანგიდან და მისი გადაცემის შემდეგ კანსელუზე არღვევენ წესებს, რასაც მოყვა რონალდუს 11-იანი დარტყმა და გამარჯვების მომტანი გოლი! ბრავო ფედერიკო!

კოშტა – 5.5 – პირველ 45 წუთში რამდენიმეჯერ გაიელვა საკუთარი სისწრაფით, მაგრამ შედეგი არანაირი არ მოყოლია.. მეორე ტაიმში ბურთთან უფრო ხშირად არის, მაგრამ..

კანსელუ 70 წუთიდან – 7 – და აი ისიც! პორტუგალიელის ჭკვიანურმა ჩართვამ, სისწრაფემ და მაღალმა ტექნიკურმა შესაძლებლობებმა იუვეს ახალი სიცოცხლე მოუტანა.. თამამად შეეძლო მეორე ბურთიც მიეთვალა საკუთარ ანგარიშზე, მაგრამ სამწუხაროდ დარტყმის ნაცვლად გადაცემის გაკეთება გადაწყვიტა პარტნიორზე..

დიბალა – 6 – პირველ 45 წუთში თუ ვინმეზე ითქმის, რომ ცდილობდა ბურთი სწრაფად გათამაშებულიყო ზონებს შორის სწორედ არგენტინელი შემტევი იყო.. იმაზე მეტად შრომობდა ვიდრე უწინდებურ მატჩებში, ხედავდა რა გუნდის პრობლემებს.. იბრძოლა.. მაქსიმუმი გაიღო დადებითი შედეგისთვის.

რონალდუ – 6.5 – პირველ ნახევარში არ ჩანდა.. მხოლოდ მაშინ როდესაც ახლო კადრი მასსზე იყო და პარტნიორებს შეტევაში წასვლისკენ მოუწოდებდა.. მეორე ტაიმში აქტიურდება მარცხენა ფლანგზე და ბოლოს, აკეთებს იმას რაც ყველაზე კარგად გამოსდის.. ასრულებს გადამწყვეტ დარტყმას და მოაქვს გამარჯვება.

ალეგრი – 6 – შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმი მის ტურინულ კარიერაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო.. სამაგიეროდ სწორად ხვდება პრობლემებს და აკეთებს დროულ ცვლილებებს, რამაც მის გუნდს ურთულეს მატჩში გამარჯვება მოუტანა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x