ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენატიამ გუნდი ოფიციალურად დატოვა

არაბულმა გუნდმა ალ დუჰაილმა გუშინ გვიან ღამით მიაღწია შეთანხმებას იუვენტუსთან მედჰი ბენატიას თაობაზე:

აღნიშნულ ცნობებს თავად ტურინული მხარეც ადასტურებს.. მაროკოელი 8 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდება ახალ კლუბში.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული თანხის ტრანსაქცია ორ ეტაპად განხორციელდება.. ნაწილი ახლავე, ხოლო დარჩენილ საფასურს არაბები 2019 წლის ოქტომბერში გადაიხდიან.

საგულისხმოა, რომ სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული აღნიშნული ციფრი კიდევ 2 მილიონით გაიზარდოს.

ფინანსური თვალსაზრისით ეს არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს ბიანკონერის ბიუჯეტზე, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბონუჩი ერთი თვით დაიმტვრა და წინ უმნიშნელოვანესი მატჩებია, მაშინ ბენატიას იანვარში დაკარგვა კარგი ნამდვილად არ არის.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

ძალით დაებათ ჯაჭვით?

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Es ariyo gasashვები

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x