ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკი იუვეზე და ნაკრებზე..

ფედერიკო ბერნარდესკი ყოველთვის მზად არის საკუთარ გუნდს ბოლომდე დაეხმაროს წარმატების მიღწევაში:

“ეს იყო ბრწყინვალე ტესტი, სადაც ყველამ საკუთარი თვალითი იხილა ჩვენი მიზანდასახულობა.. მიუხედავად ურთულესი შეხვედრისა, ფეხბურთელებმა საკუთარ თავში ვიპოვეთ ძალა სიტუაცია იუვენტუსის სასარგებლოდ შეგვეცვალა.

ვფიქრობ ეს ჩვენი მაღალი საფეხბურთო ინტელექტის და ცივსისხლიანობის დამსახურებაა, როდესაც მძიმე სიტუაციაშიც კი არ ვკარგავთ სიტუაციაზე კონტროლს და ვცდილობთ თამაში დაბრუნებას.

იუვეში მოსვლამდე კარგად ვიცოდე თუ რა კომპონენტზე უნდა მემუშვა, რომ პროგრესირება გამეგრძელებინა.. პირველ რიგში სწორედ ინტელექტზე ვმუშაობდი.. აუცილებელია მატჩს ნათელი გონებით უდგებოდე და გადაწყვეტილებას მშვიდად იღებდე.

ბუნებრივია ასეთი დონის ჩემპიონების გვერდით მუშაობა, როგორებიც იუვეში არიან, გეხმარება ყოველდღიურად ისწავლო რაიმე ახალი..

ჩვენ ახლა ნაპოლისთან 11 ქულიანი სხვაობა გაგვაჩნია და მაქსიმალურად ვეცდებით მის მეტად გაზრდას, რათა კომფორტული სიტუაცია შევიქმნათ სეზონის გადამწყვეტი ეტაპისთვის.

ნაკრები? ჩვენი მიზანი ნაკრების ძირძველ საფხურზე დაბრუნებაა და ვფიქრობ კადრებით, რომლებიც ახლა არიან თავმოყრილნი, უდაოდ შესაძლებელია მუხლჩაუხრელი შრომის ფასად ამ ყოველივეს მიღწევა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x