იუვემ კასერესი “გააოფიციალურა” – ურუგვაელის პირველი სიტყვები დაბრუნების შემდეგ
ამასობაში იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა მარტინ კასერესი ტრანსფერი:
ურუგვაელი მცველი ტურინში უკვე მესამედ გადადის საკუთარი კარიერის განამვლობაში.
ბიანკონერის აღიშნული გარიგება 600 000 ევრო დაუჯდა.. დიახ, სწორედ ამ თანხას გადაუხდის იუვე ლაციოს ურუგვაელის იჯარით აყვანის სანაცვლოდ.. კასერესი იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დარჩება.
გთავაზობთ ტურინში დაბრუნების შემდეგ მის პირველ კომენტარს:
“იმ წამიდან რაც ტურინი დავტოვე, გუნდის ასპარეზობას თვალყურს მუდმივად ვადევნებდი.. იუვეში საოცარი ატმოსფერო სუფევს.. ვინც ერთხელ მაინც მოირგო შავ-თეთრი მაისური ეს სიტყვები ყველასათვის ნაცნობია..
კლუბი რომელიც მხოლოდ გამარჯვებაზეა ორიენტირებული და კრიშტიანოს აქ მოსვლა ამ ყოველივეს ხაზს მკაფიოდ უსვავს. პორტუგალიელი განაგრძობს იტალიაში საკუთარი ჩემპიონური მენტალიტეტის და საოცარი საფეხბურთო მახასიათებლების დემონსტრირებას.
დაცვაში თითქმის ყველა პოზიციაზე შემიძლია თანაბრად პროდუქტიული ასპარეზობა. დარწმუნებული ვარ ამ თვალსაზრისით მწვრთნელს და გუნდს დიდ სარგებელს მოვუტან.
იუვეში საოცარი ენთუზიაზმი მომაქვს, რომელიც ახლა გამაჩნია.. ყოველდღიურად მუხლჩაუხრელად ვიშრომებ, რათა დავამტკიცო რომ ის კასერესი ვარ, რომელიც ტურინში საუკეთესო თამაშს აჩვენებდა”.
კასერეს გახსოვს ბენზემას რო უპასე და იმან რონალდუს უასისტა?
.
ისიც გახსოვს ვერონადან რო გაგვიტანე და ფაცჰარი რო გაიგლიჯე სიხარულისგან…
მარა სადაც ბონუჩი იქაც შენ
ხალხი ერთხელ ვერ ახერხებს იუვეში მოხვედრას და ეს მესამედ მოდის :-)
მიდი მარტინ