ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას, რომელიც ატალანტასთან მოახლოებულ დაპირისპირებას დაეთმო:

“ბენატიას წასვლა სამწუხაროა, თუმცა ჩემს განკარგულებაში უკვე მალე კასერესი იქნება. მოსაგვარებელია უბრალო ფორმალობები და თუ ეს მოესწრება ამ მატჩისთვის, მაშინ რუგანის დასვენების საშუალება მიეცემა. სხვათაშორის მან ლაციოსთან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა..

ცენტრალური მცველების დეფიციტი დროებითია და საერთოდ ამ პოზიციაზე ასპარეზობა დე შილიოსაც შეუძლია.. შესაბამისად უკიდურეს შემთხვვეში ბერგამოელებთან ამ ამპლუის სამი წევრი მეყოლება განაცხადში.

საუბარი, რომ კიდევ ერთ წევრს დავიმატებთ სისულელეა.. უბრალოდ წარმოუდგენელია რვა ცენტრალური მცველი ან ნახევარმცველი ვიყოლიოთ გუნდში.. ეს ხომ სრული აბსურდია! ვერავინ იწინასწარმეტყველებს კონკრეტულ დღეს რა შეიძლება, რომ მოხდეს..

ატალანტასთან დაპირისპირება რთული გამოდგა.. ეს არის გუნდი რომელიც ძალიან კარგად ანაწილებს ძალებს ჩემპიონებს შორის და მუდამ კონკურენტუნარიან ტონუსში იმყოფება.. გასპერინი აპლოდისმენტებს იმსახურებს, რადგან ყველაფერთან ერთად მისი გუნდი ეფექტურ ფეხბურთს აჩვენებს.

გეტყვით, რომ პიანიჩი და ხედირა თავს კარგად გრძნობენ.. ისინი ჩემს განკარგულებაში არიან.. მანჯუკიჩის მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეფასდება და თუ სამედიცინო შტაბი პრობლემას არ დააფიქსირებს, მაშინ ხორვატიც მზად იქნება სათამაშოდ.. საბედნიეროდ ბონუჩის ტრავმა არ აღმოჩნდა ისეთი სერიოზული როგორსაც ველოდით..

ცენტრალურ ზონაში კიელინის და რუგანის ვიხილავთ, მაშინ როდესაც მარცხენა ფლანგზე არჩევანი სანდროსა და სპინაცოლას შორის უნდა გავაკეთო. კანსელუ დაიწყებს მარჯვენა მცველის პოზიციაზე.. ცენტრში და თავდასხმაში ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს წარმოდგენილი.. კარში შესნი იდგება, ხოლო პერინი შაბათს იასპარეზებს.

რონალდუს უნდა დაველაპარაკო, რადგან ბოლო ხანებში მას საკმაო რაოდენობის მატჩები დაუგროვდა.. ნებისმიერ შემთხვევაში მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ. დიბალა პროდუქტიულად მოქმედებს.. გუნდი თამაშიდან თამაშამდე მის ახალ როლს მეტად ეფექტურად იყენებს. მაშინ როდესაც სამი ფორვარდით გამოვდივართ, აქედან ერთ-ერთს მსხვერპლის მეტად გაღება მოუწევს, რომ დანარჩენების მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი იყოს..

ჩემპიონთა ლიგა არის ჩემპიონთა ლიგა.. იგი მსგავსად სხვა ტურნირისა ჩვენს სამიზნეშია.. მაგრამ კარგი იქნება თუ ეს აკვიატებულ იდეად არ ექცევათ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ივნისს და ჩვენს ხელში ლიგის თასს ელოდებიან.. ეს ისეთი ტურნირია, სადაც იოლი მეტოქე არ არსებობს და ფეხის დაცდენა სავსებით შესაძლებელია ნებისმიერ საფეხურზე..

ატლეტიკო რთული მეტოქეა და თუ არ გაგვიმართლებს, ესეიგი არ ვიმსახურებდით.. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი აზრები ატალანტასთან მატჩზეა კონცენტრირებული.. ველით მძიმე დაპირისპირებას, სადაც არაა გამორიცხული დამატებითი დროც ვიხილოთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato777
dato777
5 years ago

დე შილიო მე წარმომიდგენია ცენტრალურ მცველათ, ჩემი აზრით ფლანგის მცველზე უკეთესი იქნება

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

ვინმემ მიტხარით ეს რას ეწევა ხოლმე, სეზონში 10 მატჩს ძლივს ატარებს რუგანი და დასვენებაო :)

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x