ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი:”ტურინელთა საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა”

ატალანტასთან დაპირისპირების წინ ტრადიციულად გამომცემლობა ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას გვთავაზობს:

ალეგრიმ გარკვეული კარტები სათასო მატჩისწინაც გახსნა.. მაგალითად ღიად განაცხადა, რომ კარს შესნი დაიცავს, ხოლო პერინის თამაშის საშუალებას შაბათს მიცემს..

დაცვაში კანსელუ სასტარტოში ბრუნდება.. ლაციოსთან მატჩში მისმა საოცარმა თამაშმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაანახა ყველას, რომ ამ ეტაპზე სწორედ ის არის დაცვის მარჯვენა ფლანგზე უკონკურენტო ფიგურა..

ცენტრალურ ზონაში ნაკლებად მოსალოდნელია კასერესის პირველსავე წუთებზე ხილვა.. იგი სულ ახლახანს დაბრუნდა და ამიტომ ძირითადში რუგანისთან ერთდ კიელინი იდგება.. სხვათაშორის მაქსმა აღნიშნა რომ ჯორჯოს ესაჭიროება დასვენება და სავარაუდოდ პარმასთან შეხვედრაში მიეცემა ამის საშუალება.

მარცხენა ფლანგზე კითხვის ნიშნებია.. სპინაცოლა ბოლონიას შემდეგ არ გვინახავს და ბევრი იწერებოდა თითქოს არენდით დატოვებდა კლუბს.. მაგრამ კულუარულად ირკვევა, რომ მისი ოცნება ყოველთვის იყო იუვეს ძირითად გუნდში მოხვედრა და შესაბამისად საკუთარ ოცნებას იოლად არავის დაუთმობს. მეორეს მხრივ ტუტოსპორტი სასტარტოში ადგილს არა მას, არამედ ბრაზილიელ ალექს სანდროს უწინასწარმეტყველებს..

ნახევარდაცვაში სიახლეებია.. პიანიჩმა და ხედირამ ტრავმები მოიშუშეს, მაგრამ გერმანელის ძირითადში ხილვა განსხვავებით ბოსნიელისგან ნაკლებად მოსალოდნელია.. პიანიჩის არყოფნა გუნდს ყველაზე მეტად ლაციოსთან დაპირისპირებაში დაეტყო, როდესაც გუნდის ბურთის კონტროლი გაუჭირდა.

პიანიჩთან ერთად, ტუტოსპორტი სასტარტოში ფრანგ ბლეზ მატუიდს და ურუგვაელ როდრიგო ბენტნაკურს ელის.. ემრე ჯანი როგორც ჩანს ჩაგდებული თამაშის შემდეგ სათადარიგოზე გადაინაცვლებს..

რაც შეეხება შემტევ ტრიოს.. აქ გარკვეული კითხვის ნიშნები მაქსმაც დატოვა.. პრესკოზე ასეთი რამ თქვა კრიშტიანო რონალდუზე:”ჯერჯერობით არ ვიცი იასპარეზებს თუ არა იგი ამ შეხვედრაში.. აუცილებლად დაველაპარაკები, რადგან მას საკმაო რაოდენობის მატჩები დაუგროვდა..”

რას უნდა ველოდოთ? ტუტოსპორტი სამიდან ერთს ბერნარდესკის გვთავაზობს, ხოლო სამიდან მეორეს დიბალას.. ეგ გასაგებია.. მაგრამ ვინ იქნება მესამე? კინი? არის შესაძლებლობა მაგრამ ამ შემთხვევაში ტურინული გამომცემლობა მაინც პორტუგალიელისკენ იხრება.. არ არის გამორიცხული მას სწორედ პარმასთან მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება მსგავად კიელინის..

ფორმატზე ითქვა ბევრი.. იტალიის თასის 1/4 ფინალი ერთ მატჩიანი იქნება და იგი ბერგამოში, ატალანტას სტადიონზე თბილისის დროით 23:45-ზე გაიმართება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x