ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი ატალანტასთან მატჩზე..

მაქს ალეგრი სქაი სპორტის ჟურნალისტს ესაუბრა მატჩის დასრულების შემდეგ:

“ვფიქრობ, უადგილო იქნება ბიჭების გადამეტებული კრიტიკა, რადგან მიმდინარე სეზონში ჩვენგან ასეთ თამაშს მიჩვეული არავინ არის.. აქამდე ჩვენი ასპარეზობა მაღალ დონეზე ფასდებოდა და ლოგიკური შედეგიც გვაქვს დაფიქსირებული..

ამ შეხვედრაში უბრალოდ ყველაფერი როგორც ვგეგმავდით ისე არ წარიმართა.. ბუნებრივია კიელინის ტრავმამ სიტუაციაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.. სხვათაშორის ამ მხრივ სანერვიულო არაფერია.. უქმეებზე პარმას დავამარცხებთ და დავიწყებთ ძალების აღდგენას.

პირველი ჩაგდებული ტაიმის შემდეგ, გუნდმა სწორი რეაქცია გამოავლინა მეორე 45 წუთში, მაგრამ რიგ ეპიზოდებში უბრალოდ არ გვიმართლებდა, ხოლო მეტოქემ ნამდვილად დაიმსახურა ეს გამარჯვება.

დე შილიო კიელინის შეცვლამდე კარგად ირჯებოდა, მაგრამ ზონის შეცვლა შესაძლოა ჩემი მხრიდან იყო დაშვებული შეცდომა..

გაძევების ეპიზოდი? არ მომითხოვია მსაჯისთან გოლის ჩანაწერი ენახა. ეს უბრალოდ ემოცია იყო რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ მისთვის საკამათო ეპიზოდის დროს.

კრიზისი? სისულელეა! გუნდმა უბრალოდ ერთი კონკრეტული მატჩი ჩააგდო და ამით არაფერი არ ინგრევა.. შაბათს მანჯუკიჩი დაგვიბრუნდება.. ხედირა და პიანიჩი ამ შეხვედრაშივე იყვნენ უკვე.. ასე რომ არ ღირს სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება..

მარცხი სასიამოვნო არასოდეს არის და ამ თამაშიდან კარგი გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ.. მეორეს მხრივ ვინც ფიქრობს, რომ იუვენტუსი სეზონში უკლებლივ ყველა შეხვედრაში მიაღწევდა გამარჯვებას უბრალოდ გულიბრყვილო ადამიანია და მეტი არაფერი.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Mojji
Mojji
5 years ago

რა ერთი თამაში ჩაგდე ბოლო თამაშებს ეს მემგონი არ უყურებს მარტო შედეგს ხედავს სანამ არ გაიდო ატალანტამ ვერ მიხვდა. ეხლა გაუდრბს ამ თამაშიათ ატლეტიკო და არ გაგვიმართლაო იტყვისლ

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ალეგრის დიდი მოტრფიალე არასოდეს ვყოფილვარ მარა მარტო ალეგრიში არაა საქმე,ფეხბურთელების მოტივაციაშიცაა საქმე.
ვერ მოსთხოვ რონალდოს ისე განეწყოს ატალანტასთან თასზე ვითომ ლიგის ფინალს თამაშობს,ალეგრის კი არა ფერგის და ყველას ქონია ეს პრობლემა ვინც 2 წელზე მეტი რჩება გუნდში იგივე სიმეონეს.
ზიდანმა კიდე თავი გადაირჩინა და მოძუძგა რეალიდან ვირთხასავით დასახრჩობად განწირული გემიდან ვირთხები რო იპარებიან პირველები ზუსტად ეგრე აქ თუ მოვა მაქსიმუმ 2 წელი თუ რამე შედეგს დადებს აქდანაც მოხევს მერე,აბა ეხლა გუნდი აშენე სიმეონე-ფერგივით ყოველ წელს:D

ვეგა
ვეგა
5 years ago

ალეგრისტები შეშფოთებულები არიან როგორც ბუში საქართველოზე! :lool: :lool: :lool:

ვეგა
ვეგა
5 years ago

ნუ გეშინიათ ბიჭებო ალეგრი მარტში შეჰყავს სასწაულ ფორმაში კლუბი – ჯორჯიან ფანს ლოგიკა – ასე რომ ნუ ნერვიულობთ ყველაფერი იქნება ოკ, ეს ხომ ალეგრია გენიოსი ყველაფრის მმუსვრელი! ეს ჩუმი ჩანაფიქრია ტაქტიკური თორემ ვინ რას მიხვდება რეები აქვს ამ გენიას ჩაფიქრებული!

,,ალეგრის პატივს ვცემ მაგრამ მართლა ამოწურა უკვე თავისი ფილოსოფია და ზიზუ უნდა მოვიდეს, რომელსაცა რ უჭირს აწყობილი გუნდის მართვა
პასუხი ”

და როდის მოასწრო ამ სასწაულმა ამოწურვა? სულ ჩაფლავებული არ იყო მისი მთელი საფეხბურთო კარიერა? ახლა როცა თვალები აგეხილათ ილუზიებისგან მოიგონეთ თქვენი ილუზიების გასამართლებელი რკინის ,,ლოგიკა” ამოწურა საკუთარი თავის თითქოს გადახნა მსოფლიო და გააშტერა!

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

ალეგრის პატივს ვცემ მაგრამ მართლა ამოწურა უკვე თავისი ფილოსოფია და ზიზუ უნდა მოვიდეს, რომელსაცა რ უჭირს აწყობილი გუნდის მართვა

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

გაგიკვირდებათ და იუვეს მაისურს რომ მოაკლდება ახლა იტალიის თასის ლოგო ცოტა უცნაური იქნება :) ეს ხუმრობით ,ისე კი საქმე არის ნამეტანი ფინტად, აქ თასიდან გავარდნაში არაა პრობლემა, თამაშის ხარისხი არის საშინელი,უკვე ზედიზედ მეორე მატჩი კარისკენაც ვერ დაარტყეს, არ მინდა წარმოვიდგინო რომ საქმე მაურინიო-პოგბასავიტაა და ალეგრის საბოტაჟს უწყობენ. ეს კიელინი კი თავის სტიქიაშია , გადამწყვეტ მატცების წინ იტრავმება, არც ატლეტიკოსთან მაქ დიდი იმედი რომ ჯანზე იქნება ძირიტადი სასტავი. ლაციო, ახლა ატალანტა, ამას სიმეონე უყურებს და ისედაც დაცვის მცოდნესთვის რთული იქნება იუვეს ამოკეტვა. რაღაც სხვაა მოსაფიქრებელი, სხვა

Giampiero Boniperti
5 years ago

კლუბი მაშინაა ძლიერი როცა ფეხბურთელების შესაძლებლობებს ისევე იყენებს მაქსიმალურად, როგორც ტრენერისას. კონტემ ახალ იუვეს ჩაუყარა საფუძველი და საკმარისი იყო, ალეგრიმ სტაბილურობა და სოლიდურობა შესძინა იუვეს და მეტს ვეღარაფერს მისცემს ამ ეტაპზე. ახლა საჭიროა შემტევი ფილოსოფიის და მოგებებს მიჩვეული ავტორიტეტული ტრენერი ზიზუს სახით, რომელიც დაცვით არ ჩაკლავს ბიჭების შემტევ პოტენციალს

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Essaa nagdi rac dawere.zizu da top naxevarmcveli.tan minimum 2.reals kroosi.modrichi.isko yavda da plus zamenaze kovachichi ujda da juves marto pianichi yavs.isic poziciashecvlili.mosayvania kide top mcveli xolot axalgazrda.shetevas araferi ar unda da kide,yvela unda tamashobdes tavis poziciaze

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Es memgoni cudadaa.bolo tamashebshi ras gavs gundi ras tamashoben. Am sapatam xo atria mteli gundi 2 tamashi 4 goli gagvitana.da alegri idzaxis rom yvelaperi kargadaa.gundi agebs da karshi dartyma ki ara moments ver qmnian elementaruls.ligis mogeba ki ara jer atletikos gavcdet.aq rom bevrs gonia rom gadavuvlit masec araa.aqet ar gadagviaron.ase rom cotati daveshvat miwaze da situacia realurad shevapasot.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

არაბა
ალეგრი არის კარგი ტრენერი, მაგრამ არა იუვესთვის. გასპერინის ყოველ წელს დაშლილი ატალანტა უფრო სიმპატიური გუნდია ვიდრე ალეგრის 4 წლის აწყობილი იუვენტუსი.

dato777
dato777
5 years ago

სასიწარკვეთილი ვარ

ვეგა
ვეგა
5 years ago
Reply to  dato777

აუფ დაგწყვიტა გული ალეგრიმ? :lool: :lool: :lool: :lool:

ლაშა
ლაშა
5 years ago

რა ერთი თამაში ჩააგდო რას ლაპარაკობს, ლაციოსთან შემთხვევითი მოგება ჩაგდებული თამაში არაა, თუ რახან მოიგო ყველაფერი კარგაფ იყო, უნდა წავიდეს ეს არაა ლიგის მომგები, მეც კი ვიცი რო დეშილიო არ უნდა დატოვო, მაგას ჯობდაა ხედირა დაეყენებინა მცველად,

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x