ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს ატალანტასთან ჩაგდებული მატჩის შემდეგ:
შესნი – 5.5 – საიმედოა გომესის დარტყმულზე, მაგრამ ამის შემდეგ კაპიტულაციას აცხადებს.. ფაქტია, რომ კიელინის ტრავმამ მასსზეც იმოქმედა, რადგან უკანა ხაზი საოცრად ცუდად გამოიყურებოდა.
დე შილიო – 4 – საერთოდ ვერ გაიგო კიელინის პოზიციაზე ყოფნისას რა და როგორ უნდა გაეკეთებინა, რომ მეტოქის ფეხბურთელებს გამკლავებოდა. საპატასთან ორთაბრძოლა ძირითადათ მარცხით მთავრდებოდა და გოლებით.
რუგანი – 4.5 – თავიდან ეცადა საპატას წინააღმდეგ ოდნავ უხეშად ეთამაშა და თითქოს შეეშინებინა იგი, მაგრამ ამისგან არაფერი არ გამოვიდა. ცდება საწყის წუთებშივე და შემდგომაც დიდი წნეხის ქვეშ ამყოფებს იტალიელ მცველს.. კიელინის ტრავმამ მასსზე კარგად რომ არ იმოქმედა ფაქტია.
კიელინი – 6 – ტურინელთათვის მარცხზე მეტად ალბათ მისი ტრავმა იყო ყველაზე ცუდი ინფორმაცია.. ტრავმამდე კი კაპიტანი ჩვეულ სტილში, შეუვალი და უშეცდომო გახლდათ..
კანსელუ – 27 წუთიდან 4 – პორტუგალიელი მცველის ალბათ ყველაზე ცუდი ასპარეზობა ტურინულ კარიერაში.. უამრავი შეცდომა როგორც შეტევაში ასევე დაცვაში.. არაერთი საშინელი გადაცემა საკუთარ ნახევარზე.. ერთი სიტყვით იუვეს ქომაგს იმედი აქვს, რომ ასეთ კანსელუს აღარასოდეს აღარ იხილავს.
ალექს სანდრო – 5 – მოედანზე დარჩენილი მცველებიდან ის ყველაზე ნაკლებად დამნაშავეა შედეგში, მაგრამ შეტევაში გუნდს რომ ვერაფრით დაეხმარა ესეც ფაქტია.. ბრაზილიელის ჩაწოდებები ყოვლად უმისამართო იყო..
ხედირა – 4.5 – ყველა კომპონენტში მოიკოჭლა.. დაცვაშიც ვერაფრით დაეხმარა გუნდს, ხოლო შეტევაზე საუბარიც არ არის.. პირველ ნახევარში გუნდი 10 კაცით იყო მოედანზე.. მეორე ტაიმში კი გერმანელს ჰქონდა შანსი იუვე თამაში დაებრუნებინა, მაგრამ..
პიანიჩი – 71 წუთიდან 5 – ვერ მოუტანა საჭირო ფანტაზია და ბურთის სწრაფი გადაადგილება იუვეს ცენტრალურ ზონას..
დიბალა – 5.5 – არგენტინელი ყველაზე ცუდ ტურინულ მატჩში, მაინც ცდილობდა გუნდის ფეხზე დაყენებას.. ასრულებდა შავ სამუშაოს, მოძრაობდა ძალიან ბევრს და ცდილობდა კომბინირებას.. დიახ, ზუსტად რომ ცდილობდა ზონებს შორის ჩანგრეული ხიდის აგებას.. თუმცა, გასპერინის იგი ძლიერ მარწუხებში ჰყავდა მოქცეული..
ბერნარდესკი – 5 – ბევრს ცდილობს.. ლაციოსთან შეხვედრაში კარგი ფორმის დემონსტრირება მოახდინა, მაგრამ ატალანტასთან გუნდის მძიმე ფონზე ისიც ბევრ შეცდომას უშვებდა.. ერთი სიტყვით ბერნარდესკი გუნდის პრობლემების მსხვერპლი ხდება..
რონალდუ – 5 – სრულად იყო განეიტრალებული.. პორტუგალიელი აშკარად არაა სასურველ კონდიციებში.
ალეგრი – 5 – გასულ მატჩში მოახერხა სახის შენარჩუნება და ეფექტურ სტილში გამარჯვების მიღწევა. იგივეს განხორციელება აქ ვერ შეძლო.. დიახ, კიელინის ტრავმამ გეგმები სრულებით აურია, მაგრამ ეს არაა გასასამართლებელი საბაბი.
ისე ცივ გონებაზე რომ ვთქვათ ძნელი ყოფილა ტიტულებმიჩვეულებზე იუვეს გამოვარდნა, წარმოიდგინეთ ზედიზედ 4 ჯერ მოიგეს თასი ,სელტიკიც კი ვერ აკეთებს მაგას შოტლანდიაში :)
ისე ცოტა უცნაურ გრძნობა არ იქნება სხვა გუნდი ტასით ხელში და იუვეს მაისურზე მრგვალი დროშა ფაფუ :)
მერდა გამოაგდო ლაციომ და თასის წყენაც ამითი მორჩა.მერდა ვერ აიღებს ვერანაირ ტიტულს კიდევ ბევრი წელი იმედი მაქვს ამისი