მაროტას მთავარი ოცნება ინტერში ალეგრის ხილვაა
კულუარული ცნობებით ბეპე მაროტას ოცნება აქვს, რომ ინტერში მაქს ალეგრი მიიყვანოს:
სწორედ ბიანკონერის ექს გენერალურმა დირექტორმა მოიყვანა მაშინ ალეგრი, არადა კლუბში გაორებული იყო სურვილი.. ნედვედს მაგალითად მთავარი მწვრთნელის პოსტზე არა შეშლილი არამედ არც მეტი არც ნაკლები რობერტო მანჩინი სურდა..
საბედნიეროდ, გენერალური დირექტორის პოზიციამ გაჭრა და ვფიქრობ არც შემცდარა, რადგან ტურინმა არაერთი დიდი გამარჯვება სწორედ ალეგრის თაოსნობით იზეიმა.
ინტერი როგორც ჩანს მალე დაემშვიდობება სპალეტის და მოლაპარაკებები კონტესთან უკვე დაწყებულია.. რთულია პროგნოზირება როგორ განვითარდება იგი, მაგრამ მაროტას მთავარი ოცნება ნერიაძურის თავკაცის პოსტზე სწორედ ალეგრია და არა კონტე ან სიმეონე..
ერთია ოცნება და მეორეა რეალობა.. მაქს ამ ეტაპზე ინტერი კი არა რეალი და სხვა ბობოლა გრანდები იწვევენ, რომლებსაც სეზონიდან სეზონამდე უარით ისტუმრებს იუვენტუსის გამო.. ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში მაინც ბეპეს ოცნება აუხდეს.
მე ძალიან მიკვირს გულწრფელად როცა წერტ რომ გენიალური ტაქტიკოსია და რაღაც მაგდაგვარი.მისი წარმატების საიდუმლო არის იუვეში და მის მენეჯმენტში,ის მაქსიმუმ რასაც აკეთებს არ აფუჩებს ამ ყველაფერს(ეს ნიშნავს რომ ის ჭკვიანი სპეციალისტია და მეტი არაფელი)მის გენიალურობაზე საუბარი გადამეტებულია.არ არსებობს მსოფლიოში ამდენი ტიტულით სპეციალისტი რომელსაც მისი გუნდის გულშემატკივრებიც კი აკრიტიკებენ.ალეგრის გამო გუნდს ერთი გულშემატკივარიც არ შემატებია(როცა სიტის ან ლივერპულს მწვრთნელის გამო გაუორმაგდა გულშემატკივარი)
ვინაა ამ სტატიის ავტორი ვინ ბობოლა იწვევს.ნებისმიერს შემიძლია გავუმაზო თუ მოხვდა საერთოდ დიდ გუნდში(რეალი,ბარსა,მანჩესტერი)ვერ მიაღწევს წარმატებას