ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი პარმასთან მატჩზე საუბრობს

ალეგრიმ პარმასთან მატჩზე და მისი გუნდის შეცდომებზე ისაუბრა:

უკანასკნელ ორ შეხვედრაში 6 ბურთის გაშვება არის ძალიან დასანანი და პრობლემატური სურათი.. დიახ, სამი გოლი გავიტანეთ მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ იუვენტუსი რატომღაც მხოლოდ შეტევაზეა გადართული და საერთოდ არ აინტერესებს უკან რა ხდება..

ეს იყო პირველი მატჩი როდესაც მინდორზე პირველად გამოჩნდა დაცვის ასეთი ოთხეული.. საგილისხმოა, რომ ნახევარმცველებმა არანაირი დახმარება არ აღმოუჩინეს მცველებს.. ისინი მუდმივად რჩებოდნენ ერთი-ერთზე! და კიდევ.. არაფერია სასირცხვილო იმაში, რომ ბურთი რიგ ეპიზოდებში უბრალოდ მოიგერიო მოედნის ფარგლებს გარეთ.. ამით კონკრეტულ თავისტკივილს აიცილებ და გადაწყობას მოახერხებ.

პირველი გოლი იყო ტაქტიკური შეცდომის გამო.. კანსელუმ რატომღაც აღარ მოინდომა უკან ჩამოსვლა და პოზიციის შევსება.. მეორე გოლის დროს ძალიან დიდი თავისუფალი ზონა იყო დარჩენილი, რაც ასევე დაუშვებელია..

ლაციოსთან ჩვენ გაგვიმართლა, მაგრამ პარმამ აღარ გვაპატია.. 93 წუთზე კონცენტრირებას რომ კარგავ ამას რა დავარქვა არ ვიცი.. აუცილებლად მოგვიწევს მუშაობა ზუსტად ამ კომპონენტზე.. დაცვის გარეშე, გუნდმა რაიმე წარმატებაზე იფიქროს არის სრული უტოპია.. მეტი ცივსისხლიანობა, ყურადღება და ხისტად ასპარეზობაა აუცილებელი.

ნებისმიერ შემთხვევაში ქულათა რაოდენობა ახლა იმდენი გვაქვს, რომ მსგავსი შეცდომა გამოფხიზლების თვალსაზრისით კარგიც კი არის.. დროულად ჩავერთვებით შეცდომების აღმოფხვრაში.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

არაბა: პირველ რიგში-პარმას გატანილი 2 გოლიდან მინიმუმ ერთის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ფეხბურთელებს შეეშალათ ბევრი. იუვენტუსი შეტევებს ავითარებს უმეტესად ფლანგებიდან, როდესაც ცენტრალური-გამჭოლი პასებით უფრო ამწვავებენ თამაშს. ალეგრის ხშირად აქვს ნალაპარაკები ამაზე, მაგრამ სიტუაცია არ იცვლება. ესეიგი ან ფეხბურთელები არიან დაშინებულები ან მწრთვნელის ავტორიტეტი არ მუშაობს გასახდელში ისე როგორც საჭიროა. ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა, რომელიც იუვემ იყიდა შეტევით ფაზაში განსაკუთრებულად გამორჩეული იყო. მაგალითად: ბერნარდერსკი, კოშტა, კუადრადო, სანდრო, დიბალა, პიანიჩი, თუნდაც ემრე ჩანი და ახლა ვხედავთ, რომ მეტად დაცვაზე ორიენტირებულები გახდნენ. მოიკლო მათი გოლების რაოდენობამაც და ინდივიდუალიზმმაც მოედანზე. ამას ემატება ფეხბურთელების გათიშულობა მოედანზე. ვერ გრძნობენ ერთმანეთს. ხშირადაა ისეთი მომენტები რონალდოს რომ ატენიან ბურთს, როცა… Read more »

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

უკვე მართლა ჩანს რომ ალეგრი ერთს ეუბნება და მეორეს აკეთებენ,ერთს ავარჯიშებს და მეორეს ვარჯიშობენ. ახლა არამგონია მანძუსთვის ეგ დაევალებინა ბოლო წუთზე შენს საჯარიმოში გააკეთე უაზრო პასიო, მაგრამ გააკეტა , რააცაშია საქმე რა, ყოველ პასში ნათლად ჩანს რომ არ ელოდებიან ,ან იქ სადაც მისცა ხან ფეხი უნდა გაშალო ბოლომდე ხან ხელი ხან გასრიალდე მოსრიალდე რომ პასი შენამდე მოვიდეს. ნეტავ ამათ ვარჯიშისთვის მაყურებინა რას აკეთებენ ასეთს მოედანზე რომ უცხოებივით არიან.

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

კოშტასაც ტრავმა მიუღია. ღმერთო ჩემო ეს რა სამედიცინო თუ ფიზმომზადების შტაბი ყავთ არ შეიძლება რომ შეცვალონ?

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x