ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

უკანასკნელ ორ შეხვედრაში, იუვემ ჯამში 6 ბურთი გაუშვა რაც ბუნებრივია დამაფიქრებელი ციფრებია.. ვნახოთ რა შეფასებები დაუწერა იტალიურმა მედიამ პარმასთან მატჩის შემდეგ იუვეს ფეხბურთელებს:

პერინი – 6 – პირველ ნახევარში საიმედოდ იდგა, თუმცა მეორე ტაიმში ძირითადათ ბურთის ბადიდან გამოტანით იყო დაკავებული.

კანსელუ – 5.5 – უფრო კონცენტრირებულია ვიდრე პირველ შეხვედრაში, მაგრამ მისგან რომ ტურინი მეტს ელის ფაქტია.

რუგანი – 6 – პირველ ნახევარში საიმედოდ ჰყავდა ჟერვინიო ჩაკეტილი. მეორე ტაიმში გოლიც გაიტანა და თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ რამდენიმე პოზიციურმა და შეუთანხმებელმა მოქმედებებმა იუვეს მოგებას დაღი დაასვა.

კასერესი – 5.5 – ნორმალური პირველი ტაიმი და ცუდი მეორე 45 წუთი.. ინგლესისთან ბრძოლაში დიდ პრობლემებს განიცდის.. დებიუტი საკმაოდ ცუდი გამოდგა.

სპინაცოლა – 5.5 – ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ მის მოქმედებებზე შეტევაში, მაგრამ მოდით გავიხსენოთ მისი პოზიცია.. მარცხენა მცველი.. და რა ხდება დაცვაში? პოზიციური შეცდომები, რომელიც მის გუნდს ქულების დაკარგვად დაუჯდა.. აშკარად ბევრი აქვს დაცვით ასპექტებში სამუშაო.

ხედირა – 6 – პრობლემებს მაშინ განიცდიდა, როდესაც პარმა მაღლა აწეულ პრესინგს თამაშობდა.. საკმარისი იყო მეტოქეს ტემპი დაეგდო რომ გერმანელი შეტევაზე გადადიოდა.. ჰქონდა არაერთი შანსი გოლის გასატანად.. პარმას პირველ გოლზე მისი ბრალი? გარკვეულწილად.. დაღლილობის გამო ტოვებს მოედანს.

პიანიჩი – 6 – იუვესთვის იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა და მითუმეტეს ახლა, როდესაც გუნდი არცთუ წარმატებულ პერიოდს გადის. რთული ამოცანების მარტივი გადამწყვეტი, მაგრამ რიგ ეპიზოდებში შეცდომების დაშვება მასაც უყვარს..

მატუიდი – 6.5 – ეხმარება რონალდუს და არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი მოიპოვა გუნდისთვის.. შემდგომ სტანდარტულად, მოქმედებს ცენტრში და ასრულებს უამრავ შავ სამუშაოს.

კოშტა – 6.5 – ბურთის მიღებისათანავე თითქოს მთელი პარმა მას უყურებდა და ელოდა რას მოიმოქმედებდა.. მუდმივად ჰქმნიდან დაძაბულობას და საკუთარი გუნდისთვის სასიკეთო ძვრებს.. ჟერვინიოსაც კი აჯობა სპრინტერულ მანევრირებაში.

ბერნარდესკი 46 წუთიდან – 6 – მეცალაზე შემოვიდა და თავი არ შეურცხვენია.. მისი მოქმედებების ნახევარი საინტერესო იყო.. მისი სისწრაფე პარმასთვის პრობლემას წარმოადგენდა იმ წუთამდე, სანამ მოედანზე იმყოფებოდა, მაგრამ ტრავმის გამო ვეღარ ახერხებს თამაშის გაგრძელებას.

მანჯუკიჩი – 6.5 – ბრუნდება მინდორზე და თან კაპიტნის სამკლაურით.. სტადიონი ომახიანად ხვდება, გოლებს ერთად აღნიშნავენ და ყველა ბედნიერია.. იგი ზეცაშია სიხარულისგან, მაგრამ მატჩის დამთავრებამდე 40 წამით ადრე მეტი პრაგმატიზმი რომ გამოეჩინა, ზეციდან მიწაზე მტკივნეული დაბრუნება არ მოხდებოდა..

რონალდუ – 7.5 – გასულ შეხვედრებთან შედარებით უფრო მსუბუქად გამოიყურება.. ეფექტურად მოქმედებს ზონებს შორის და თავური დარტყმით თითქოს წერტილად უსვავს ამ შეხვედრას, მაგრამ დაცვის ხაზი ასე არ ფიქრობდა..

ალეგრი – 6 – რთულ სიტუაციაშია და ამის უარყოფა სისულელე იქნებოდა.. ნებისმიერ შემთხვევაში თამაშის დიდ ნაწილში მეტოქეს უგებს, მაგრამ ცალკეულმა შეცდომებმა საყაიმო შედეგამდე მიიყვანა..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
.....
.....
5 years ago

კოშტას გაყვანა და ბერნას შემოყვანა იყო სრული კატასტროფა, ალეგრის თამაში დამთავრებული ეგონა თუ რა იყო ვერ გავიგე, საუკეთესო იყო პირველ ტაიმში რა პასებს არიგებდა და დაცვასაც როგორ ეხმარებოდა, ნამდვილი ძრავია. ერთადერთი შეცდომა რაც დაუშვა კოშტას გაყვანა იყო. ამას პლიუს უიღბლობის კასკადი და შედეგიც სახეზეა. მაინც არ იყო ცუდი თამაში, მაგრამ წარმოიდგინეთ ატლეტიკოსთან დიეგო კოშტა რუგანი კასერესის წინააღმდეგ, გრიზმანი საერთოდ რომ დავაბათ მარტო ეგ ეყოფა. თითოს თითო იღლიაში ამოიდებს და ისე ირბენს, გინდაც პოზიციურად გინდა ფიზიკურად რა ყველანაერად. კიელინი თუ რა დაბრუნდა კატასტროფა მოხდება.

.....
.....
5 years ago
Reply to  .....

პ.ს არცერთი წამით არ უნდა შემოსუნოს ბერნარდესკიმ მოედანზე როცა კოშტას თამაში მისდის !!!!!!

.....
.....
5 years ago
Reply to  .....

პ.ს.ს სპინაცოლა =)))))))))))))))))))))))))))))))))))))) დაცვაში არ ვარგოდა რო წერია შეტევაში ხო დაგლიჯა, ეგეთი პასებს უყოლებდნენ რო გაცილებით უნდა გაემწვავებინა, ერთი დრიბლინგი არ მახსენდება მაგისი. არ არის იუვეს დონის ეტყობა ვიღაცის ნათესავია. როცა სანდრო გყავს ეგ ტიპი ტრენიგზეც არ უნდა ათამაშო.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x