რომეროს ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია
აპენინური მედიის ცნობით ჯენოასთან კრისტიან რომეროს ტრანსფერზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია:
ტურინელები როგორც ჩანს, უკანა ხაზის გადახალისებას მართლაც სერიოზულად უდგებიან და პირველი, ვინც გუნდს ამ პოზიციაზე დაემატება არგენტინელი კრისტიან რომერო იქნება..
როგორც ირკვევა პარატიჩი ახალგაზრდა მოთამაშეს არენდის წესით გაიფორმებს, თუმცა კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც იუვე მას 30 მილიონად გამოისყიდის, დამატებითი საბონუსე სისტემის ჩათვლით.
რომერო 20 წლის არის და უკვე იმედისმომცემ ფეხბურთელთა რიცხვშია შესული, რომლის უდრეკი ხასიათი საზოგადოებაში აღფრთოვანებას იწვევს. მას ცენტრალური მცველის გარდა, მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია საჭიროების შემთხვევაში პროდუქტიული ასპარეზობა.