ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუ:”ბედნიერი ვარ რომ დაბადების დღეს თქვენს გვერდით აღვნიშნავ”

კრიშტიანო რონალდუს განცხადებით, იგი ბედნიერია რომ 34-ე დაბადების დღე სწორედ ტურინში აღნიშნა:

ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.. იუვეში უკვე გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა და აქ ყველაფერი მომწონს.. სერია ა-მ ახალი მოტივაცია შემძინა..

ტურინი კი თავისთავად ლამაზი და მშვიდი ადგილია.. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ კონცენტრირება ფეხბურთზე მოახდინო. ოჯახიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, რაც დამატებით სიამოვნებას მგვრის.

გუნდი ბრწყინვალე კონდიციებშია და ერთი-ორი თამაშით დასკვნების გამოტანა სისულელეა.. ჩვენ სერია ა-ს ვლიდერობთ და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვიმყოფებით..

განსაკუთრებული მადლობა ქომაგებს, რადგან მათ სიყვარულს განსაკუთრებულად ვგრძნობ.. იტალია ქომაგობის და ემოციურობის თვალსაზრისით ალბათ ყველაზე გამორჩეულია სადაც მითამაშია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

ისე მაგრად მაინტერესებს ეს რომ კარიერას დაასრულებს და კითხავენ ვინ იყო შენთვის საუკეთესო მწვრთნელი ვისთანაც გითამაშიაო რას ეტყვის?

რამოსი
რამოსი
5 years ago

არასოდეს დააყენო მანიუს ფანების შენდამი სიყვარულზე წინ არც მადრიდისტები არც იუვენტინოები მათ სულიერად უყვარხარ დღემდე (მადრიდისტა)

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x