ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელის დონეზე აყვანილი ტრანსფერი..

დე ლიხტი რომ ტურინელთათვის სასურველი კადრია, ახალი არავისთვი არის, თუმცა მისი ფასი ეტაპობრივად მატულობს:

კორეირო დელო სპორტის მტკიცებით, ჰოლანდიელის ღირებულება ახლა უკვე თავისუფლად ურტყავს 70-80 მილიონ ევროს და არავინ იცის, ეს ციფრი ზაფხულში კიდევ რამდენით გაიზრდება..

მატიასის თავისთან ხილვა იუვეს გარდა სიტის, ბარსელონას და პსჟ-საც სურთ, თუმცა იტალიური მედია იუწყება ჰოლანდიელის გარემოცვასთან კონტაქტი იუვეს არასოდეს შეუწყვიტავს..

ტურინში ჩამოსვლისას, როდესაც დე ლიხტს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო გადასცეს, მას და მის ოჯახს პირადად შეხვდა ანდრეა ანიელი..

დიახ, სწორედ პრეზიდენტია მისი გუნდში მოყვანის მთავარი ინიციატორი და იგი მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ეცდება როგორც დე ლიხტის, ასევე ვან დერ საარის (აიაქსის მაღალჩინოსნის) დარწმუნებას, რომ ამ უკანასკნელმა არჩევანი სწორედ იუვეზე შეაჩეროს.

6 thoughts on “ანიელის დონეზე აყვანილი ტრანსფერი..

  1. ეს ბიჭი 10000000% დაიდება წელს. ბარსა არა კვახი. ლიხტი და რუგანი იქნება ვინც ღირსეულად შეცვლიან ბონის და კიელოს. :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

    ამათ უნდა დაემატონ ტონალი ბარელა კიეზა.

  2. სტურარო ოფიციალურად 16.5 მილიონად გაყიდეს ჯენოაში კაი მაყუთი აიღეს საღოლ ტიპი ვაბშე ვერ თამაშობდა მთელი სეზონი

  3. მართლა მაგარი ბიჭია, მარა კიელინი-ბონუჩი სანამ ფეხზე დგანან, ძირითადის ფეხბურთელი ვერ იქნება და რავი თვითონ აწყობს ლოდინი კიელინი როდის დაამთავრებს კარიერას?) თან თუ გავითვალისწინებთ იმას, იტალიაში მცველები რამდენი ხანი თამაშობენ, შეილება 3-4 წელი მეორე პლანზე ყოფნით არამგონია დაინტერესდეს)) ისედაც არ აკლია მსურველები, სადაც დიდი ალბათობით ძირითადის გარანტიას მისცემენ. ვაფშე ეხლა ამ ეტაპზე მცველში მაგხელა ფულის გადახდას, ჩემი აზრით ჯობია ნახევარდაცვა გააძლიერონ. ფაქტია რო მანდ გვიჭირს ყველაზე უფრო!

  4. ზაფხულში მემგონი წმენდა უნდა ჩატარდეს
    ჩემი აზრით ანუ მე რომ ანიელის ადგილზე ვიყო ასეთ ტრანსფერებს განვახორციელებდი
    წამსვლელები – კასერესი, ხედირა, ბარძალი, კვადრადო, ჩანი
    კოშტას გავუცვლიდი პოგბაში თანხის დამატებით
    მოვიყვანდი – დე ლიგტი, ტონალი, კიეზა, ბარელა და კალაბრია
    და ასეთი შემადგენლობა გვეყოლებოდა
    მეკარეები: პერინი, შესნი, პინსოლიო
    მცველები: კიელინი, ბონუჩი, სანდრო, რუგანი, დე ლიგტი, სპინაცოლა, დე შილიო, კანსელო, კალაბრია
    ნახევარ მცველები: პიანიჩი, კროოსი, პოგბა, მატუიდი, ბენტანკური, ტონალი, ბერნარდესკი, ბარელა
    თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა კიეზა, მანძუკიჩი, კინი
    ამათ დაემატება პრიმავერადან 2-3 მოთამაშე

    —————————პერინი—————————

    კანსელო———-ბონუჩი————კიელინი———სანდრო

    ————კროოსი——–პიანიჩი——-პოგბა—————

    —————————დიბალა————————–

    —————ბერნარდესკი——–რონალდუ—————-

    1. ტონალი კიეზა ბარელა და კალაბრია უკვე ამხელა ვარსკვლავებინარიან რომ იიუვენ უნდა იყიდოს და სასტავში ათამაშოს? თან ზაფხულშივე? თან მიზეზს ვერ ვხედავ კვადრადო რატო უბდა გავყოდოთ.. ტიპი უნივერსალია ერთი მეკარედ არ. დაგვიყენებია

  5. ისეთი პრესა აქვს ალბათ მართლა მაგარია,მე ბევრი თამაში არ მინახავს ამისი.რუგანი დე ლიხტი ვითომ?!კიელინის დონის ერთი 10 წელი არ მგონია ვინმე გამოჩნდეს(ასეთები 10 წელიწადში ერთხელ ჩნდებია)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.