ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვემ რუგანის ახალი კონტრაქტი მოუმზადა

Sportmediaset-ის მტკიცებით იუვენტუსი დანიელე რუგანისთვის საინტერესო წინადადებას ამზადებს:

ტურინელები იტალიელი მცველის შენარჩუნებას და მასთან ხელშეკრულების განახლებას აპირებენ..

ახალი კონტრაქტის თანახმად დანიელე გუნდში 2023 წლამდე დარჩება, ხოლო მისი ანაზღაურება 1.7 მილიონიდან 3 მილიონამდე გაიზრდება, რასაც ასევე სხვადასხვა სახის საბონუსე სისტემაც დაემატება.

როგორც ჩანს კლუბი იტალიელზე დიდ იმედებს ამყარებს და მზადაა რუგანი კლუბში რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. შეთანხმების მიღწევას, როგორც ავტორიტეტული აპენინური წყარო იუწყება, მხოლოდ ფეხბურთელის მხრიდან ხელმოწერაღა აკლია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

მივესალმები მე

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x