ტუტოსპორტი ტრავმირებულ იუვენტინოებზე
ტუტოსპორტი ტრავმირებულ მოთამაშეებზე ანახლებს ცნობებს:
პირველ რიგში ბონუჩით დავიწყოთ.. ბოლო ორმა დღემ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა მის სარეაბილიტაციო კურსში. შესაბამისად გაჩნდა მცირედი ოპტიმიზმი, რომ იგი მოასწრებს ატლეტიკოსთვის გამოჯანმრთელებას.
მისი მეურვის მდგომარეობა უკეთესია.. კიელინის პროცესი კარგად მიდის და მას გაცილებით მეტი შანსი აქვს ატლეტიკოსთან მატჩში მოედანზე გამოვიდეს.
ანდრეა ბარძალი უკვე დიდი ხანია რაც ტრავმირებულია, თუმცა ყველას აქვს თავისი დასასრული. იუვეს 15 ნომერს თებერვლის ბოლოსთვის ელოდებიან.

კოშტასთან დაკავშირებით სიტუაცია უცვლელია.. იგი მინდორს მიღმა დაახლოებით 7-10 დღე იქნება.
ტრავმა უფიქსირდება ასევე ლეონარდო სპინაცოლას.. მან პარმასთან შეხვედრის შემდეგ მარცხენა ბარძაყის არეში იგრძნო დისკომფორტი.. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სასუოლოსთან დაპირისპირებაში მიიღოს მონაწილეობა.
ბერნარდესკი კი უკვე დაუბრუნდა მთლიან ჯგუფთან ერთად საწვრთნელ სესიას.. მისი მდგომარეობა დიდი სიფრთხილით ფასდება, თუმცა მოსალოდნელია რომ იტალიელი შევა სასუოლოს წინააღმდეგ განაცხადი.
კომედიაა უკვე ამათი ტრავმიანობა. ტიპმა მეორე მატჩი ჩაატარა სულ და უკვე დაიტრავმა )))))))))))
და ეს უმიზეზოდ არ ხდება ხომ ხედავ ან ვიღაც ან რაღაცაა ამაში დამნაშავე. რატომ არაფერს აკეთებს ბორდი ამაზე რეაქციას ვერ ვხვდები.