ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საკი:”იუვე არ ტოვებს ოპტიმისტურ განწყობას”

არიკო საკის თქმით იუვენტუსი კი თამაშობს იტალიურ სტილში, მაგრამ ეს ყოველივე არაოპტიმისტურ განწყობას ჰქმნის:

იტალიურ ფეხბურთს ახლა უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ, რომ იგი მომაბეზრებელია.. პირდაპირ გეტყვით, რომ უკანასკნელ წლებთან შედარებით, კალჩო ახლა სხვა ეტაპზეა გადასული და საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობას ტოვებს..

ატალანტა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.. გუნდს საკუთარი სტილი გააჩნია, რომელსაც ეყრდნობა და წარმატებას აღწევს.. განსხვავებული გარემოა მილანის და ინტერის შემთხვევაში, ამ ორ კლუბს არანაირი ინდივიდუალურობა არა აქვს..

ნაპოლის სარის დროსაც და ანჩელოტის დროსაც განსხვავებული ხელწერები გააჩნდა.. კლუბი ორივე მწვრთნელის პერიოდში საკუთარ სათამაშო სტილს აჩვენებდა..

იუვენტუსი გენიალური კლუბია, თუმცა უშუალოდ იტალიურ სტლში მყოფი.. პირადი მოსაზრებით ეს არ იძლევა ოპტიმისტური განწყობის საფუძველს.. მეორეს მხრივ ისინი ამ იტალიურ სტილში საუკეთესონი არიან..

მე მაქსიმალურად ვცდილობ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, აპენინურ ფეხბურთს მოვახმარო.. მსურს, რომ იტალიური ფეხბურთი არ იყოს მშიშარა და უფანტაზიო”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ნუ ეხლა ტიკი ტაკას არასოდეს არ ითამაშებს იუვენტუსი და არც უნდა ითამაშოს) მეტიც! სიტისთვისაც ზედმეტად ხელოვნურია და ძალიან ხშირად ჩანს ეგ. არ შეილება, რო სადაც წახვალ ყველგან copy-paste-მა გაამართლოს) გუნდსაც ხო გააჩნია. მე რაც მახსოვს, საერთოდ არასდროს არ ყოფილა სიტი მსგავსი სტილის გუნდი. როგორც კი ვინმე სწორად და აგრესიულად ეთამაშება, ეგრევე იშლება გუნდი) რაც არ უნდა მაყუთი ჩააყარო, ვერასდროს ვერ გახდება ბარსელონა! აი მე რასაც მოვსწრებივარ, ლიპის დროს იყო ისეთი გუნდი, რომელსაც სიამოვნებით უყურებდი და არ ჩამოგეძინებოდა ეხლანდელივით)) დაცვაც იცოდა, შეტევაც და პრესინგიც. პროსტა მაშინ უფრო ძლიერი შემადგენლობა იყო. განსაკუთრებით 90-იანების ბოლოს.

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

ერთი სტილით თამაში არაა პრობლემა,როცა ერთი სტილი გაქვს ფეხბურთელებს უნდა ქონდეთ უნარი ამ სტილით მიზნის მიღწევისთვის რამდენივე ალტერნატივა,ეს კი მწვრთნელის საქმეა,მან უნდა შეუქმნას ეს ალტერნატივები.ფერგიუსონს და ლიპის სტილი არ შეუცვლიათ რამდენიმე ათეული წელი მაგრამ მათ ფეხბურთელებს ყოველთვის ქონდათ მოედანზე თავისუფლებაც და ალტერნატივაც მიზნის მისაღწევად.კონტეს 3-5-2 ხომ ძალიან მოსაწყენი იყო მაგრამ იქ გენიალური ნახევარდაცვის ხარჯზე გუნდი საოცრად გამოიყურებოდა.იტალია იუვეს საზომად ვერ გამოდგება(ბევრად მაღლა ვდგავრთ,მეტი რესურსი გვაქვს,სულ მინიმუმ სასტავით ორი თავით მქღლა ვართ ნებისმიერზე)მეორე ნომრად თამაში არაა პრობლემა უბრალოდ ამ ფეღბურთელებით მეტი უნდა გააკეთოს გუნდმა ,ფანტაზია აკლია ადვილი ამოსაცნობია ამის ექსპერიმენტები,ფეხბურთელის ადგილის შეცვლა რომ იყოს მთავარი ამას ნებისმიერი გააკეთებდა.ტოტემჰემთან თამაში გაიხსენეთ და… Read more »

koba del piero giorgadze
koba del piero giorgadze
5 years ago

ლექსო რეალთან სახლის თამაშზე ალეგრის ადანაშაულებ? ალეგრის ბრალია კიელინის და მთლიანად დაცვის ხაზის არადამაჯერებელი და საშინელი თამაში? ისეთ სიტუაციაში მყოფმა კლუბმა როგორშიც ახლა იუვე იმყოფება ინძაგის დონის ტრენერი არ უნდა მიიყვანოს თუ ლიგა უნდა რადგან რეალურად ჯერ ლაციოშიც არ დაუმტკიცებია რომ გრანდში გაამართლებს ალეგრის ინძაგით ან მისი კალიბრის მწვრთნელით შეცვლა ჩემი აზრით გაუმართლებელია ისიც არ მესმის ასე ძალიან რატომ გინდათ ზიდანის მოსვლა ვიცი მეტყვით სამჯერ ლიგა დადოო მაგრამ 3 ბურთიანი ჰანდიკაპი ვერ შეინარჩუნა ბერნაბეუზე და მეტიც იუვეს ვერაფერი დაუპირისპირა ნუთუ ზიდანის მოგებული ლიგები გახსოვთ და ის გავიწყდებათ სადაც გაუჭირდა რეალს ყველგან მსაჯი რომ დაეხმარა? ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ მოგებული ლიგებიდან არცერთი… Read more »

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Araba:
მოუსმინოს ამ კაცს ალეგრიმ. ჩვენი ფეხბურთის წინაარმდეგ თამაში რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ეს ორივე ფინალში დამტკიცდა. ფანტაზია და არაპროგნოზირებადობაა საჭირო, რასაც ფერგიუსონი რთულ მომენტში გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარს უწოდებდა. ზედმეტად დაშტამპულ და კითხვად ფეხბურთს ვთამაშობთ, რომელსაც ატალანტაც ჰყოფნის დასაძლევად. სწორედ ამიტომ არ მიმაჩნია იუვე წელს გამოკვეთილ ფავორიტად ლიგაზე და არც სიტი. ლივერპულს რომ იუვეს ორგანიზებულობა ჰქონოდა ფინალს მოუგებდა რეალს. აბა ფანტაზია და ენერგია მაგ კლუბს საკმარისზე მეტი აქვს.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x