ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რეალმა დიბალას თაობაზე იუვეს ახალი წინადადებით მიმართა

გამომცემლობა Don Balon-ის ცნობით მადრიდულმა კლუბმა კონკრეტული შეთავაზება გააკეთა პაულო დიბალას თაობაზე:

სამეფო კლუბი მზადყოფნას გამოთქვამს, მოახლოებულ ზაფხულში არგენტინელის თაობაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყოს.

ესპანელები ტურინელებს პაულოს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს და დამატებით ისკო ალარკონს სთავაზობენ..

ბუნებრივია ესპანელი შუახაზელი იტალიელებისთვის ფრიად საინტერესო ფიგურაა, თუმცა რამდენად შეელევიან დიბალას ასეთ დაბალ სატრანსფერო თანხად მეორე საკითხია..

აქამდე არაერთხელ დაიწერა, რომ იუვე მხოლოდ პირდაპირი სახით 120 მილიონიან შეთავაზებაზე დაიწყებდა მოლაპარაკებებს და არა გარკვეული მოთამაშეების საქმეში ჩართვით, რაც შემდგომ ფასის დაკლებას გამოიწვევდა.

თავის მხრივ პერესი ზაფხულში გარკვეული ცვლილებების შეტანას გეგმავს და გუნდში რამდენიმე სუპერ ვარსკვლავის მოყვანას, რომელიც სიმართლე ითქვას რეალის პირველ პირს უკვე დიდი ხანია აღარ გაუკეთებია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

გამთამაშებლად დგომას ფლანგის შემტევად თამაში ჯობს ამისთვის(კარიერის დასაწყისში ასე იდგა)თან ახალი მწვრთნელით რა იცი რა წყობა ექნება რეალს.რასაც იზამს ნახავ თუ გადავა.მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა უადგილოა.ჰიონესზე კი გეთანხმები

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მერე მაგას არ ჯობია, რო ალეგრიმ გაა…ს და დიბალა თავის ადგილს დაუბრუნდეს?))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ჩემი აზრით და ბევრჯერ ნათქვამით კიდე განმეორდები ალეგრის სულ ყველაფერი გავხიე მაგის უვიცი დედა უნდა დახვევინონ და მერე დიბოსაც ექნება წესიერი პოზიცია რო ითამაშოს როგორც უყვარს საჯარიმოსთან ახლოს

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

პარადოქსია ისე :) ული ჰიონესს ეკითხებოდნენ თურმე კოშტა რატომ გაყიდეო და თავად ვირის აბანოში რატომ იჯდა რატომრაც არავის გასჩენია კიტხვა? მექრთამე-აფერისტი რომ სხვაზე იტყვის დისციპლინას არღვევდაო :lool: :lool:

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

და 4-3-3 იან რეალში რაღას იზამს ეს ?

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

თუ სიმართლეა თითქმის დარწმუნებული ვარ ანიელი დათანხმდება ამ წინადადებას(იუვეში თუ მეორე ფორვარდად არ ათამაშებენ ჯობს წავიდეს,ასეთი გამთამაშებელი მაქსიმუმ ლაციოს დონეს აკმაყოფილებს)ფორვარდად კი ის ერთერთი საუკეთესოა ევროპაში და რეალში სრულად შეძლებს ამის დემონსტრირებას

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x