EA Sports-მა ძალიან საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა
EA Sports-მა ძალზედ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა:
Fifa 19-ში ყველაზე არჩევადი კლუბი არც მეტი არც ნაკლები ტურინის იუვენტუსია.. სტატისტიკის თანახმად, რომელიც გავლენიანმა ვიდეო თამაშების შექმნელმა კომპანიამ გამოაქვეყნა 55 მილიონი გამართული ონლაინ დაპირისპირებიდან 5-მა მილიონმა არჩევანი იუვენტუსზე შეაჩერა..
საინტერესოა, რომ მეორე პოზიციაზე არც რეალია და არც ბარსელონა.. ეს ადგილი პარიზულ კლუბს უკავია.. დიახ, პსჟ 4-მა მილიონმა მოთამაშემ აირჩია.
მესამე პოზიციაზე მადრიდის რეალია 2 მილიონზე მეტი არჩევით, ხოლო მეოთხეზეე მანჩესტერ იუნაიტედი მხოლოდ 2 მილიონით..
რაც შეეხება გატანილ ბურთებს.. კრიშტიანო რონალდუთი მოთამაშეებმა 5.4 მილიონი გოლის გატანა მოახერხეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ საფეხბურთო სიმულაციაში. ხუთეულში კიდევ ერთი იუვენტინოა დიბალას სახით, რომლის ანგარიშზე 2.3 მილიონია და ამ მონაცემებით იგი მეხუთე პოზიციაზეა..
ხუთეულში არიან ასევე ნეიმარი, კავანი და მბაპე..