ემრე ჯანი:”იუვენტუსს ლიგის მოგება საოცრად სურს”
ემრე ჯანის განცხადებით გუნდი ფოკუსირებულია ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე:
“აქ ჩამოსვლის წამიდან მესმის ჩემპიონთა ლიგის აუცილებელ მოპოვებაზე.. ფანები ცხოვრობენ ამ წამით და მერწმუნეთ ჩვენც ანალოგიურად ვართ. ატლეტიკო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ამავე დროს რთული მეტოქეა, ვინც ამ ეტაპზე შეიძლებოდა, რომ შეგვხვედროდა.
ესპანური კლუბი ტაქტიკური თვალსაზრისით გამართულ ფეხბურთს თამაშობს და მათ კართან მომენტების შექმნა ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ჩვენ იუვენტუსი ვართ და შესაბამისად გვწამს საკუთარი შესაძლებლობების.
ბევრი ამბობს თითქოს სკუდეტო უკვე ჯიბეში გვაქვს.. მერწმუნეთ შანსი არის რომ ზედიზედ მერვე მოვიპოვოთ, მაგრამ ამის შესრულება საოცრად რთული იქნება და დიდ ენერგიას წაიღებს.
სკუდეტო ჩვენი უმთავრესი სამიზნეა, მსგავსად ჩემპიონთა ლიგისა, რომლის მოსაპოვებლად ყოველი ჩვენგანი მაქსიმუმს გაიღებს.
არაჩვეულებრივია რონალდუს მხარდამხარ თამაში. ნებისმიერი კლუბი და ფეხბურთელი ისურვებდა მასთან ერთად ყოფნას.. იგი საოცარია მინდორზე და არაჩვეულებრივი პიროვნებაა მის გარეთ. მთელ გუნდს საოცრად მუხტავს!”
რონალდუს მხარდამხარ კიარა იუვეში ხარ და ესაა მთავარი და ასიათასჯერ მეტი უნდა გააკეთო რომ დარჩე აქ