ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი გუნდს აქებს

გთავაზობთ შეშლილი მაქსის მატჩისშემდგომ კომენტარს:

სასუოლო სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ბურთის ფლობის თვალსაზრისით.. მათი ნახევარმცველები ტექნიკურები არიან და ბურთის კონტროლი ნამდვილად არ ეშლებათ..

ამიტომაც გადავწყვიტე ბერნარდესკისთვის პერსონალურად სტეფანო სენსის წინააღმდეგ ასპარეზობა.. ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯი იყო და მან თავის დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვა.

საწყისი წუთები ნერვოზულად დაიწყო.. შესნის რეაქცია იყო აპლოდისმენტის ღირსი.. შესაძლოა 11-იანიც კი დაენიშნათ, მაგრამ იმდენად უხეში შეცდომა დავუშვით, რომ სხვა გზა არც რჩებოდა.

სხვა მხრივ ბიჭებმა იდეალურთან ახლოს მდგომი მატჩი ჩაატარეს.. დიბალა? პერიოდულად ფეხბურთელები დარჩებიან სკამზე, რათა ძალები აღიდგინონ.. ეს ეხება დიბალას, რონალდუს და დანარჩენ მოთამაშეებს, ასე რომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ.

ბუნებრივია დიბალას და რონალდუს შეუძლიათ ერთად თამაში.. უბრალოდ პორტუგალიელის გუნდში მოსვლის შემდეგ, მოედანზე საჭიროა ფეხბურთელი რომელიც სხვადასხვა მისიებს შეასრულებს და ამჯერად ასეთი როლი არგენტინელს უკავია.

ნებისმიერ შემთხვევაში გაიხსენეთ ვისთან ერთად თამაშობდა პორტუგალიელი მადრიდში.. ბეილთან და ბენზემასთან.. ისინი ხომ გიჟები არ არიან არა? რადგან მათ გვერდით შეეძლო ასპარეზობა, რატომ ვერ უნდა შეძლოს დიბალასთან ერთად?

სასიამოვნო იყო გაშვებული ბურთის გარეშე თამაშის დასრულება.. ეს დაცვასთან ერთად მთელ გუნდის დამსახურებაა, რომელიც ერთიანი მექანიზმივით მოქმედებდა..

პირობითად ატალანტასთან შეხვედრაში, ერთადერთი ვინც თამაში რჩებოდა იყო მატუიდი.. და ყველას სწორედ მას აძლევდა ბურთს, შემდგომ ფრანგს ადრესატის მოძებნა უჭირდა, რადგან არავინ მოძრაობდა..

პიანიჩი შექებას იმსახურებს, მაგრამ მატუიდი ესაჭიროება, რომ ამ უკანასკნელმა მის ნაცვლად ირბინოს.. დიბალას და რონალდუს კი გვერდით მანჯუკიჩის ყოლა.. ხორვატი იმდენად დიდ სამუშაოს ასრულებს, რომ მისი როლი გუნდის წარმატებაში ძალზედ ფუნდამენტურია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ვეგა
ვეგა
6 years ago

ასე უნდა ათამაშოს გუნდი მაგრამ აქაც კლასმა თავისი ქნა უფრო. კლასმა მოიგო ძირითადად.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მაინც ალეგრის დედა

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

კარგია ბევრი გოლის გატანა

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ვერ ვუყურე სამწუხაროდ.ძალიან მესიამოვნა

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

ალეგრი ეგრე რა

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x