ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტურინელთა შეფასებებს სასუოლოსთან გამართული მატჩის შემდეგ:

შესნი – 6.5 – ჯურიჩის ეპიზოდზე ერთადერთი იყო ვინც თამაში ბოლომდე დარჩა.. ლოკატელის დარტყმულზეა საიმედო და საერთოდ, ის რომ იუვე თამაში რჩებოდა მისი დიდი დამსახურებაა.. გამოსვლისას აშკარად შეცდა, მაგრამ დაცვის უსუსური თამაშიც აღსანიშნავია ამ ეპიზოდში..

დე შილიო – 6 – თავდაპირველად პრობლემებით იწყებს, მაგრამ მალევე მოდის გონზე და საიმედოა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც არაერთხელ ეფექტურად ჩაერთო.

რუგანი – 5 – მთლიანად არის მარწუხებში მოქცეული.. ყოველ შემთხვევაში პირველი წუთები ძალზედ ნერვოზულად მოქმედებს და აძლევს მეტოქეს შანს ანგარიში გახსნას. შემდგომ მეტოქის მხრიდან შემცირებული ზეწოლის ფონზე კალაპოტში ჯდება, მაგრამ არ არის საიმედო.

კასერესი – 5.5 – პარმასგან განსხვავებით უკეთეს ფიზიკურ კონდიციებშია.. უბრალოდ იყო ეპიზოდები როდესაც მეტოქის უკან მოექცა რამდენიმეჯერ.. გლობალური შეცდომა ნამდვილად არ დაუშვია და ალეგრის შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს.

ალექს სანდრო – 6 – არ ბრწყინავს შეტევაში, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე მაქსმა მას უფრო მცველობა დაავალა და არა შემტევის ამპლუაში ყოფნა, რასაც თავი კარგად გაართვა.

ხედირა – 6.5 – ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ფორვარდად ირჯებოდა.. კარგად იყენებდა რონალდუს და მანჯუკიჩის მიერ მოცემულ თავისუფალ სივრცეებს.. მინიმუმ სამჯერ შეეძლო გოლის გატანა და აქედან ერთხელ მართლაც მოახერხა.. მოედანს აპლოდისმენტების ქვეშ ტოვებს.

მატუიდი – 6.5 – აღვიძებს გუნდს 20 წუთის შემდეგ საკუთარი დაუღალავი პრესინგით მთელი მოედნის მაშტაბით.. შესვენების შემდეგ კიდევ უფრო თავდაუზოგავად მოქმედებს და გუნდისთვის ბურთს არაერთხელ იპოვებს.. მისი ყოფნა კომფორტია მთელი ბიანკონერისთვის.

(ემრე ჯანი 85 წუთიდან) – რამდენიმე წუთი დაჭირდა რომ გოლი გაეტანა.

პიანიჩი – 6.5 – თავდაპირველად სირთულეებს გადაწყდა.. მაგრამ შემდგომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და გუნდის თამაშს ერთპიროვნულად გაუძღვა. ასეთი ბოსნიელი ტურინელთათვის შემტევ მანევრირებაში ჰაერივით საჭიროა და ამ საღამოს პიანიჩმა ყველაფერი კარგად გააკეთა.

ბერნარდესკი – 6 – არის იდეები, მაგრამ შესრულების თვალსაზრისით შეცდომები არცთუ ცოტა ჰქონდა.. მეორეს მხრივ ავსებს თავისუფალ ზონებს და არ იშურებს გუნდის დახმარებას მეტოქის პრესინგის დროს. ნებისმიერ შემთხვევაში შეტევაშიც იმდენს ახორციელებს, რომ გუნდმა ჯამში იხეირა.

(დიბალა 83 წუთიდან – 6.5 ) – ცოტა დრო, მაგრამ ხელს არ უშლის შოუ შექმნას. რონალდუს გოლზე მისი ჟესტი უდაოდ ძლიერი შეტყობინებაა!

მანჯუკიჩი – 6.5 – როცა არ უნდა დაგენახათ, შეამჩნევდით რომ ხან ერთთან, ხან ორთან ერთდროულად იბრძოდა.. იბრძოდა საკუთარი გუნდისთვის, რომ პარტნიორებს მის მიერ შექმნილი სივრცეები გამოეყენებინათ.. იბრძოდა გადაცემების დროსაც, როდესაც ხეიდრას ფაქტიურად ცარიელ კარში მართებდა გოლის გატანა..

რონალდუ – 7.5 – 20 წუთი ეძინა გუნდთთან ერთად, მაგრამ შემდეგ ბრუნდება და შოუს დგამს.. თავდაპირველად შორეული გასროლა, რომელიც ხედირამ დამატება დააგვირგვინა, ხოლო მეორე ნახევარში გაფრინდა და გოლიც გაიტანა.. დამაჯერებელია და აქტიური.. გუნდის დახმარებაზეც არ იძახის უარს.. დიბალას ჟესტი გოლის დროს.. დიახ, ეს გუნდურად მოთამაშე პორტუგალიელია, რომელიც თანაგუნდელებსაც არ ივიწყებს!

ალეგრი – 7 – +11 დაბრუნდა.. დაბრუნდა პოზიტივიც და ღიმილიც.. საწყისი 20 წუთი კითხვის ნიშნებია, მაგრამ შემდგომ უბრალოდ ანადგურებს მეტოქეს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

რუგანი ძალიან სუსტი მცველია,ნუ იუვეს დონის არაა… ეგ რა დონეზეც ახლაა ისევ ისეთი დარჩება სულ… ტიპი ამდენი წელია “იზრდება” და რა ვეღარ გაიზარდა, გამოდის რომ ვერც ვერასოდეს გაიზრდება და სანამ დროა და თავაზობენ კაი თანხას გაყიდონ და მოიშორონ სჯობს…
ისე კი გულდასაწყვეტია იუვეს ასეთი მცველების მერე რომ არავინ რჩება ნორმალური, იმედია იზამენ რამეს…

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

დაბალ ხუთიანს არ იმსახურებდა არავინ

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x