რაისპორტის ჟურნალისტი იუვენტუსის სატრანსფერო ამბებზე და მათ შორის დიბალაზე..
რაისპორტის წამყვანი ჩინო ვენერატო პაულო დიბალაზე საუბრობს:
“იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კვალიფიციური ნახევარმცველის და მცველის დამატებას აპირებს. სიაში მოწინავე პოზიციაზე არიან ისკო და დე ლიხტი.. ჯამში აღნიშნული ტრანსფერი 180 მილიონ ევრომდე დაჯდება..
ბუნებრივია ასეთ დროს სასიცოცხლოდ აუცილებელია გაყიდვებიც განხორციელდეს, რათა ფინანსური ბალანსი იქნას შენარჩუნებული..
პაულო დიბალას საკითხი კვლავინდებურად აქტუალურია.. სიმართლე ითქვას რონალდუს გუნდში მოსვლის შემდეგ, არგენტინელი ტურინელთათვის ხელშეუხებელი ფიგურა აღარ არის..
კულუარული ცნობებით, მისმა ძმამ გარკვეულ კლუბებთან აწარმოა პირველადი მოლაპარაკებები და საქმე ეხება რეალს, პსჟ-ს და ბაიერნს..
საგულისხმოა, რომ მისი ტურინში დარჩენის ყველაზე დიდი მომხმრე პაველ ნედვედია, რომლის აზრს გარკვეულწილად იზიარებს ანიელიც მაგრამ 100 მილიონზე მეტი წინადადების შემთხვევაში ნაკლებად მოსალოდნელია ცდუნებას გაუძლოს.
აქ ყველაზე დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თავად ფეხბურთელი იუვესგან ვეღარ გრძნობს, რომ იგი გუნდის პროექტის მნიშვნელოვანი ფიგურაა.. სეზონის დარჩენილი ნაწილი გარკვეულ კითხვებზე პასუხს ნამდვილად გაგვცემს..
თავის მხრივ კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც დიბალასთვის იბრძოლებს არის ატლეტიკო რომელმაც არაა გამორიცხული მიმდინარე სეზონის ბოლოს გრიზმანი სამეფო კლუბში გაასხვისოს, ხოლო ალტერნატივა სიმეონეს სწორედ ლა ჯოია წარმოუდგენია..”
ჭორები და მეტი არაფერი. დიბალა ატლეტიკოსთან ნახეთ რეებს გააკეთებს

ანუ ისკოც 100 მილიონი ღირს და დიბალაც ? ყველა ჩვენ როგორ გვატყუებს
თითიდან გამოწოვილი მიზეზებია რაა. თვინი მო…ნა უკვე! რა გუნდს აღარ ჭირდება და რა შუაშია კიდე რონალდო საერთოდ. გოლი მიუძღვნა გუშინ და დაგრუზულიები არიან ერთმანეთზე?)) სასაცილოა პროსტა რა) როგორც კი შემოვიდა გუშინ, სხვა ნაპერწკალი შემოიტანა თამაშში. ბალეშჩიკებიც როგორი ოვაციებით შეხვდნენ. აქ გაიზარდა ეს ბიჭი. ბავშვი იყო რო მოიყვანეს და დღეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელად ითვლება. ანიელის და ნედვედს თუ კატეგორიულად არ უნდათ, რო გაიყიდოს, მაშინ საერთოდ რატოა ეს ისტერია ატეხილი და აჭრელებული ყოველ დღე ამის წასვლით აქაურობა?)
მეტი პრიორიტეტი რა უნდა… გუნდის ლიდერია, კაპიტნიბს ზოგჯერ, 10 ნომერი აცვია ნუ ატრაკებს ერთი თუ ძმა ხარ… ამ 10 ნომერს ტიპებს ჩაამევენ და ყველა გარბის რა უბედურებაა რაარი პროსტა
არ შეიძლება მაინც ამის წასვლა
ლიხტი და ისკო რატომ უნდა დაჯდეს 180 იქნებ გამაგებინოს ვინმემ? ვანდეიკის ფასი იყო რეკორდული და ვინ ჯობია მაგას ჯერ არ შემდგარი მცველი ? მაქს. 65-70 გადაიხადოა იუვემ დელიხტში… ისკოს რაც შეეხება ფეხბურთელი 2წელია სკამზე ზის და როგორ ფიქრობთ ეგ არ მოქმედებს ფეხბურთელის კონდიციებზე და ფასზე ? ტრანსფერმარკეტის დედა Aრ მო..ან რასაც წერენ . ისკო დაჯდეს მაქს. 70-80 და ორივე ერთAდ 140-150 გამოვიდეს , ეს 180 როგორ ანგარიშობენ არ მესმის