ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩი დიბალაზე, ალეგრიზე და სატრანსფერო სურვილებზე

ფაბიო პარატიჩი სქაი სპორტის ჟურნალისტს შეხვდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა:

“ფურცელი რომელმაც ინტერნეტ გვერდები მოიარა, იყო ერთი მილიონი ფურცლიდან რომელზეც ანალოგიურ სიებს ვწერ და ვაგდებ.. უბრალოდ ამ საღამოს რესტორანში ჯენოას წარმომადგენელთან ერთად გავდიოდი გარკვეულ საკითხებს.

შარშანდელ სეზონში ვიცოდით, რომ იგუაინი და ბუფონი დაგვტოვებდა.. შესაბამისად ანიელის ვუთხარი რომ ამ დანაკლისის შევსება კრიშტიანო რონალდუს ან იკარდის ტრანსფერით შეიძლებოდა.

ჩვენ ვიცოდით, რომ პორტუგალიელის გაფორმება მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ ეკონომიური კუთხითაც.. მასში ჩადებული ინვესტიცია უკვე ამოღებულია.

საუბრები თითქოს მაროტა უარზე იყო მისი დამატების არის მტკნარი სიცრუეა.. პირადად მე ძალიან განვიცდი იმ ფაქტს, რომ ბეპესთან ერთად აღარ მიწევს მუშაობა.

ალეგრი მსოფლიოს 5 საუკეთესო მწვრთნელს შორის შედის, რომელიც ბუნებრივია ჩვენთან რჩება!

ასეა დიბალაზეც.. დავუშვათ და გავასხვისეთ.. რა ხდება შემდეგ? ნეიმარზეც კი ეჭვები მაქვს შეცვლის თუ არა.. ალბათ მესი.. დიახ, ლეოს დამატება მოგვიწევს თუ პაულო გავყიდეთ.. ჩვენ არ ვაპირებთ მასთან განშორებას.. ტურინს მარტო ისინი ტოვებენ ვისაც ამის სურვილი აქვს.

პოგბას დაბრუნება უტოპია მგონია, რადგან ბევრი ასპექტია რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით.. მერწმუნეთ რემზი ჩვენს ნახევარდაცვას საკმაოდ გააძლიერებს. აუცილებლად ვიფიქრებთ და დავიმატებთ კვალიფიციურ მცველს..

სწორ გზაზე ვართ, რომელსაც რომერომდე მივყავართ.. დე ლიხტი იმდენად კარგი ბიჭია რომ მას ყურადღებით ვაკვირდებით..

სამი იტალიელი რომელსაც დავიმატებდი? ძანიოლი, კიეზას ტონალის და ბარელას.. ვიცი რომ ოთხია მაგრამ ეს ბიჭები ძალიან მესიმპატიურებიან.. ტონალის საოცარი მოედნის ხედვა აქვს, მაგრამ მასთანაც სიფრთხილე გვმართებს..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ტონელი სათადარიგოსთვის. დე ლიგტლი კაი ტრანსფერი იქნება. ლეაო ლილედან გაასწორებდა

ვეგა
ვეგა
5 years ago

რა ჭორები დაყარეს თითქოს იუვე 200 ლიმონს იხდისო სალაჰისთვის? ეს თუ სიმართლე ამათ მართლა შიგა აქვთ რა.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კუნინძა წავართვათ პსჟ-ს და თუ უნდათ მერე 5 წელი ვაფშე ცენტი არ დახარჯონ))

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x