ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოზიტიური ცნობები საწვრთნელი სესიიდან

სასიამოვნო სიახლეებია ბიანკონერის საწვრთნელი ბაზიდან:

სასუოლოსთან მატჩის წინ ალეგრიმ ბარძალი-ბონუჩი-კიელინის ტრიოს დაბრუნება დაანონსა..

შესაბამისად სამიდან ორი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს..

ანდრეა ბარძალი გუნდს უკვე გასულ კვირაშივე დაუბრუნდა, ხოლო ლეონარდო ბონუჩიმ ლაციოსთან მიღებული ტრავმის შემდეგ დღეს პირველად მიიღო საწვრთნელ სესიაში მონაწილეობა.

კიელინის დაბრუნებას ტურინელები ასევე მიმდინარე კვირასვე ელიან, თუმცა ზუსტი დღე ჯერჯერობით უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ ბონუჩიმ მთლიან ჯგუფთან ერთად ივარჯიშა, ნაკლებად მოსალოდნელია რომ იტალიელმა ფროსინონესთან პარასკევს დაგეგმილ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. წესით და რიგით ლეო ატლეტიკოსთან მატჩში გამოჩნდება მინდორზე.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ბონუჩი კიელინი გვჭირდება სასწრაფოდ :forza:

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

ძალიან კარგი

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x