ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩი ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩს დაესწრო

Sky Sport Italia-ს მტკიცებით ფაბიო პარატიჩი გუშინ და გუშინწინ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს დაესწრო:

თავდაპიველად ბიანკონერის სპორტული დირექტორი რომასა და პორტოს თამაშზე მივიდა, სადაც ნიკოლო ძანიოლოს თამაშს ადევნა თვალყური..

არავისთვის არის დასამალი, რომ იტალიელი ნახევარმცველი ტურინელთა ინტერესის სფეროშია მოქცეული და ბიანკონერი უკვე მოახლოებულ ზაფხულშივე ეცდებიან მის გადაბირებას.

გუშინვე გავრცელდა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის პირად გვერდზე აქტივობები, სადაც კონტე და იუვენტუსი ყოველთვის დადებითად არიან მოხსენიებულნი..

იტალიური მედიის მოსაზრებით ფეხბურთელი მზადყოფნას გამოთქვამს კარიერა ტურინში განაგრძოს და ახლა მთავარია კლუბებმა საერთო ენა გამონახონ.

პარატიჩი ასევე დაესწრო ამსტერდამში გამართულ დაპირისპირებას, რომელსაც დიდი აურზაური მოყვა სამსაჯო გადაწყვეტილებების კუთხით.

ფაბიოს ინტერესი ბუნებრივია მატიას დე ლიხტს უკავშირდებოდა.. ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი უფრო და უფრო აინტერესებს ტურინულ გრანდს, რომელიც ზაფხულში ქმედით ნაბიჯებს გადადგამს მის შესაძენად.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ძაან მაგარი ბიჭია ეს აუცილებლად დასათრევია ეს დელიხტი და მბაპე

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

ბერო სხვებსაც დაუტოვე ხოლმე ფეხბურთელები რა იყო შე კაცო. როგორ დავიჯერო ერიქსენზე არ გაგიგია კონტაქტს რომ არ აფორმებს ახალს და რატომ მიივიწყე ეგ?

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეს მოთამაშეები მინდა რომ დავიმატოთ
დე ლიგტი, კროოსი, კიეზა, ტონალი, კალაბრია + 2/3 პრიმავერას მოთამაშე
გავუშვათ – ბარძალი, ხედირა, კვადრადო,
კასერესი
ანუ ასეთი შემადგენლობა
მეკარეები: შესნი, პერინი, პინსოლიო
მცველები: კიელინი, ბონუჩი, სანდრო, რუგანი, სპინაცოლა, დე ლიგტი, კალაბრია, კანსელო, ლიროლა
ნახ მცველები: პიანიჩი, მატუიდი, კროოსი,
ჩანი, ტონალი, ბენტანკური, რემზი, კოშტა, ბერნარდესკი
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, მანძუკიჩი, კიეზა.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რა გენაღვლება, აგიწყვია ყველაფერი :)))
კარგი შემადგენლობაა, მაგრამ ამათი ყველას ერთდროულად დამატება არც ისე ადვილი იქნება

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რატომ არის პრობლემა ამ ხალხის დამატება ერთი კროოსი გაჭირდება თორემ დანარჩენი არ მგონია შეუძლებელი იყოს
თან ასეთი ტაქტიკით იქნება მაგარი

—————-შესნი—————-

კანსე——ბონი——-ჯორჯო—-სანდრო

—–კროოსი—-პიანიჩი—-ბენტანკუ—–

—————-დიბალა—————–

—ბერნარდესკი———-რონალდუ——

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x