ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის ტრადიციულ წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“ფროსინონესთან დაპირისპირებას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან მათ სამ გასვლით დაპირისპირებაში იმარჯვეს და არცერთი გოლი არ გაუშვეს..

ჩემპიონთა ლიგით მოწამლულები თქვენ უფრო ხართ და მუდამ ამ თემაზე საუბრობთ, არადა გავიწყდებათ, რომ ხვალ სწორედ სერია ა-ს მატჩში ვღებულობთ მონაწილეობას.

ატლეტიკოზე ფიქრს უშუალოდ ამ შეხვედრის შემდეგ დავიწყებთ.. 1/8 ფინალში როგორც ყველამ კარგად დაინახეთ არაერთი ძლიერი კლუბი ირჯება და 1/4 ფინალში თუ რომელიმე მათგანთან გვინდა დაპირისპირება, მაშინ ესპანელების დამარცხება მოგვიწევს.

რაც შეეხება ფროსინონესთან სასტარტო შემადგენლობას.. კარში შესნი იდგება.. დაცვაში ბრუნდება ბონუჩი.. კიელინი მწყობრშია, მაგრამ ალბათ 45 წუთს თუ დაჰყოფს მინდორზე.. რუგანის გარკვეული პრობლემები შეექმნა და მისი მდგომარეობა მოგვიანებით შეფასდება..

თუ დანიელე ვერ მოახერხებს გამოჯანმრთელებას, მინდორზე კასერესი გამოვა. ბარძალი მეორე ახალგაზრდობას განიცდის, მაგრამ ანდრეას 70 დღე არ უთამაშია და შესაბამისად ჯერ ბოლომდე მზად არ არის.

მარცხენა ფლანგზე დისკვალიფიკაციის გამო ალექს სანდრო არ იქნება, რომელსაც დე შილიო, სპინაცოლა, კანსელუდან ერთ-ერთი ჩაანაცვლებს.

მატუიდი სავარაუდოდ დაისვენებს, ხოლო შეტევაში დიბალას და რონალდუს ვიხილავთ.. კრიშტიანო იდეალურად გრძნობს თავს და ასეთ დატვირთვებს შეჩვეულია.. შესაბამისად ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ არ უნდა იყოს ძირითადში.

დიბალაზე უაზრო საუბრები არ წყდება.. არადა მისი სტატისტიკა სრულებით სხვაგვარია.. 168 შეხვედრაში მან 74 გოლის გატანა მოახერხა.. მიმდინარე სეზონში არგენტინელს განსხვავებული როლი აკისრია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურაა..

ცოტათი ძველმოდური ვარ.. შესაბამისად ჩემთვის რაღაც ნიღბები და ჟესტიკულაციები გოლის აღნიშვნისას უჩვეულო რამ არის.. მეორეს მხრივ სახალისოა მაგრამ მათ შინაარსზე ვერაფერს გეტყვით.

ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი ფსიქოლოგიური და ფიზიკური კონდიციების გათვალისწინებით, სრულმზადყოფნაში ხვდება სეზონის მნიშვნელოვან ნაწილს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

ალეგრი წელს ლიგა პრიორიტეტი რა

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ძაან მშიშარაა მაგას როგორ იტყვის თავს იზღვევს

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

15 ხო გვაქ თამში ანუ ხვა და 17 რატო წერია აქ? :forza:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

alegri frosinone wamoicvi xval icode,liga rashi gvainteresebs

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ისევ სერია-ა ზე ანძ…ს ტო)) ზრდილობის გამო მაინც თქვი შე დალოცვილო ჩემპიონთა ლიგაა მთავარიო)

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x