ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ფროსინონესთან გამართული მატჩის შემდეგ:

შესნი – 6 – ერთადერთი მისი პრობლემა ამ საღამოს ჰაერის ტემპერატურა იყო.. დიახ, პოლონელი ყინვას უფრო ებრძოდა, ვიდრე ფროსინონეს.

კანსელუ – 6.5 – მარტივად ასპარეზობს, რადგან მოლინაროსგან საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და მეორეს მხრივ ფროსინონეს კაპიტანი უხეშობასაც არ აკლებდა მის მიმართ.

ბონუჩი – 7 – დაბრუნება კარგი გამოდგა.. იტალიელი ყურადღებით ირჯება და მეტოქეს იოტისოდენა შანსაც არ უტოვებს. კარგი შეტყობინება იუვესთვის ლიგის წინ.

კიელინი – 6.5 – მისი დაბრუნება ასევე ნორმალურია.. საჭირო სათამაშო პრაქტიკას იღებს ლიგის წინ.. ბევრი საქმე კი მას ნამდვილად არ ჰქონია.

კასერესი (70 წუთიდან) – 6 –

დე შილიო – 6.5 – სასუოლოს შემდეგ იტალიელი განაპირა მცველის მორიგი წარმატებული მატჩი. ზუსტი თითქმის ყველა მოქმედებაში როგორც დაცვაში ასევე წინა ხაზში.

ხედირა – 6.5 – სასიხარულო ცნობები იუვესთვის – გერმანელი კარგ ფორმაშია და მას შეუძლია გუნდისთვის სასარგებლო საქმეების გაკეთება. ეხმარება წინა ხაზს და არც დაცვაში სწორი მოქმედებები ავიწყდება.

ემრე ჯანი – 6.5 – შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად რეჯისტაზე ბევრად ზუსტია ვიდრე წინა შემთხვევებში. უბრალოდ უაზრო ყვითელ ბარათს იღებს, რომელსაც გამართლება არა აქვს.

ბენტანკური – 6 – შედარებით სუსტი გამოსვლა.. რიგ ეპიზოდებში ბურთს იოლად თმობდა.

დიბალა – 7.5 – აკეთებს იმას რასაც მოისურვებს.. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონში ასეთი რამ იშვითად ხდება.. დირიჟორობს საკუთარი გუნდის თამაშს.. შედარებით მაღლა აწეულ პლეიმეიკერად მოქმედებს და ეძლევა დარტყმის შანსიც, რასაც არაჩვეულებრივად იყენებს.

რონალდუ – 7 – მე-19 გოლი სერიალში.. თუმცა, მანამდე საგოლე გადაცემა დიბალაზე.. პორტუგალიელის მესიჯი ატლეტიკოს რომელსაც სულ რამდენიმე დღეში შეხვდება.

ბერნარდესკი (64 წუთიდან) – 6 – შეხვედრაში უკვე მაშინ ჩაერთო როდესაც თამაში დასრულებული იყო.. თუმცა გოლის გატანის შანსი მასაც მიეცა.

მანჯუკიჩი – 7 – ეხმარება გუნდს ყველა მონაკვეთში.. აკეთებს საგოლე გადაცემას რონალდუზე, თუმცა მეორე გოლშიც მისი წვლილი დიდია.

ალეგრი – 7 – ის საღამო როდესაც რამდენიმემ ერთდროულად გაიბრწყინა.. ფაქტიურად ყველაფერმა კარგად იმუშავა..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x