ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”შეშლილი ატლეტიკოს სიურპრიზს უმზადებს”

იტალიური მედიის მტკიცებით ალეგრი ატლეტიკოსთვის გარკვეულ სიურპრიზს გეგმავს:

საწვრთნელ სესიაზე ბიანკონერის თავკაცი განსხვავებულ ტაქტიკურ სქემებს ტესტავს.. საგულისხმოა, რომ მარჯვენა ფლანგზე შეშლილი ეჭვის თვალით უყურებს კანსელუს ასპარეზობას.. საუბარი ეხება დაცვის ფრთას..

კანსელუ შემტევი მცველია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ზონას უმეთვალყურეოდ ტოვებს.. ამიტომაც ამ ფლანგზე არა დე შილიოსი არამედ კასერესის თამაშია მოსალოდნელი.. ურუგვაელი მეორე სართულზე უფრო უკეთ ირჯება ვიდრე იტალიელი და უფრო ყურადღებით მოქმედებს დაცვაში ვიდრე პორტუგალიელი..

აი კანსელუ თავის მხრივ არაა გამორიცხული მარჯვენა შემტევად მოგვევლინოს, რითაც ახალი ტრიოს ფომირებას გამოიწვევს.. საუბარი ეხება მანჯუკიჩთან და რონალდუსთან ერთ ხაზზე ასპარეზობას..

მორიგ ვარიანტად სახელდება ფედერიკო ბერნარდესკი და არა პაულო დიბალა.. ორივე ვარიანტში დიბალა მატჩს სკამზე იწყებს.. მიზეზი კი მეტოქეა რომელიც საკმაოდ ხისტ ფეხბურთს თამაშობს და თავისუფალ ზონას პრაქტიკულად არ ტოვებს.

რაზე დაყრდნობით არის ეს მოსაზრებები რთული სათქმელია, რადგან დიბალამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ფროსინონესთან და რთულად წარმოსადგენია მან შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს..

ბერნარდესკის მხარეს არის მისი შრომისმოყვარულობა და ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე პროდუქტიული გარჯა.. პირობითად მას შეუძლია მარჯვენა შემტევად დაწყება და საჭიროების შემთხვევაში ოდნავ უკან ცენტრისკენ შეწევა და ნომინალურად მეოთხე შუახაზელად დადგომა..

რაც შეეხება ტრავმირებულებს.. ამ ეტაპზე ასეთი არის სამი: კუადრადო რომელიც საერთოდ არ არის ლიგის წლევანდელ განაცხდში, რუგანი და კოშტა.. დანიელესთან მიმართებაში სიახლე არაფერია.. აი კოშტა ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს მომზადებას, რათა ატლეტიკოსთან მატჩს კარგ კონდიციებში შეხვდეს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
5 years ago

ატლეტიკოს გავაქრობთ

მაქს
მაქს
5 years ago

პიატეკი რა ბიჭია:)) მიხარია მილანი თუ ოთხეულში მოხვდება ♥ მილანი ევროპაზე ასახელებს იტალიას

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

imedia sakutar tavs ar mouwyobs siurprizss alegrito..

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

რამე ორიგინალური სუურპრიზი შეთავაზე

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x