ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილის მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ შეშლილის მატჩისშემდგომ კომენტარს:

ბუნებრივია შეგირდების გარჯით და შედეგით კმაყოფილი ვარ.. კიელინის და ბონუჩის დაბრუნება სასიხარულოა.. როდესაც სამედიცინო შტაბმა მწვანე შუქი აგვინთო, არც დავფიქრებულვარ მათ სასტარტოში დაყენებაზე, რადგან ასეთ დროს აუცილებელია ტრავმა მოშუშებულ მოთამაშეებს ბრძოლაში ჩართვის საშუალება ჰქონდეთ..

შეიძლება ითქვას, რომ შეცდომები უკანა ხაზში რომელიც პარმასთან იყო დაშვებული, უკვე მეორე თამაშია გაქრა.. ზამთრის პერიოდში გაჩენილ პრობლემებს გუნდი სათანადო დონეზე შეხვდა და ახლა ყველაფერი წესრიგშია.. მნიშვნელოვნად გვაქვს ფიზიკურ კონდიციებში მომატებული.

დიბალასთვის და საერთოდ ნებისმიერი ფორვარდისთვის გოლი ჰაერივით საჭიროა.. თუმცა, სიმართლე გითხრათ არგენტინელის მოძრაობები ზონებს შორის უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს.. მისი გადაადგილებები და მოქმედებები გუნდს საოცარ სიმსუბუქეს და ბალანს სძენს.

იუვეს აქამდე სულ ჰყავდა ერთი ფორვარდი.. ახლა ასეთი ორია.. შესაბამისად აქტუალურია მოძებნო ისეთი სინთეზი, რომელიც ფეხბურთელებს მოედნის გარკვეულ მონაკვეთებზე რიცხობრივ ეფექტურობას შესძენს. დიბალა ჰქმნის ასეთ სხვაობას..

იკარდიზე ბევრი ითქვა და დაიწერა.. არგენტინელი უდაოდ გამორჩეული შემტევია.. ახალგაზრდა ფორვარდი რომელსაც ყველაფერი წინ აქვს.. მაგრამ ფეხბურთელის რეალურ ფასეულობაზე საუბარი იქამდე, სანამ არ გაწვრთნი რთულია მსჯელობა.

რაც შეეხება ატლეტიკოს.. მძიმე დაპირისპირება იქნება და ვფიქრობ რადიკალურად განსხვავებილი.. უფრო ფრთხილი და ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ თითოეულ ეპიზოდზე.. ჩვენი მიზანი გოლის გატანა იქნება და თუ ამას ვერ მივაღწიეთ, სერიოზულ პრობლემებს გადავეყრებით.

ბევრია დამოკიდებული სასტარტოზე.. ვინ იქნება მარჯვენა მცველი და ვინ იქნება მეცალაზე.. ასე რომ ჩვენ გვაქვს დრო და ესპანელებისთვის ვეცდებით სათანადო დონეზე მოვემზადოთ. საბედნიეროდ კოშტაც მალე დაგვიბრუნდება და ეს დამატებითი იარაღი იქნება.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ამ კაცის შეშლილობა საიდან მოიფიქრეთ ავტორებო?

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

გოლი მართლაც აუცილებელია და არც წაგებაა მისაღები ატლეტიკოსთან იმიტომ რომ ეს გუნდი ძალიან ღრმად ჩაჯდება მერე დაცვაში და რთული იქნება გოლის გატანა

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დიბალდო თუ რონალა :-D

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

რა მაგარია როცა ასე ლაღად თამასჰობს გუნდი

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კარგია ასე თბილად უნდა ისაუბროს ფეხბურთელებზე

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x