ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციოს დეტალური მიმოხილვა იკარდის გარშემო არსებულ სიტუაციაზე

ჯანლუკა დი მარციო მაურო იკარდის თემაზე საუბრობს:

იუვენტუსს არგენტინელის მიმართ სიმპატია არასოდეს დაუმალავს.. ეს პარატიჩიმაც არაერთხელ აღნიშნა და ახლა ალბათ ყველაზე კარგი შანსი აქვს მისი ხელში ჩაგდების..

თუმცა, ტურინელები ფრთხილად მოქმედებენ ვანდა ნარასთან მიმართებაში.. ამ ქალის პოზიცია ტურინს დიდად არ მოსწონს.. იუვეს მესვეურები ის ფიგურები არ არიან, რომლებსაც ულტიმატუმის ენით უნდა ესაუბრა და თუ ამას იკარდის ოჯახი მალევე არ მიხვდება, მაშინ შავ-თეთრი სახლის კარი მათთვის დაიხურება.

რაც შეეხება სიტუაციას, რომელიც ახლა სუფევს.. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მდგომარეობა კვლავინდებურად ვანდამ არია.. უბრალოდ იკარდი მაქსიმალურად ცდილობდა სიტუაციის დარეგულირებას და კონცენტრირების სათამაშო ასპექტებზე მოხდენას..

მაგრამ მდგომარეობას ეს ქალბატონი იმდენად ამძიმებდა, რომ ეს თავად ფეხბურთელის ასპარეზობაზეც მოქმედებდა.. დიახ, რიგ ეპიზოდებში მაურო ოდნავ დაბნეული და მისთვის არადამახასიათებელი ცივსისხლიანობით მოქმედებდა..

ტრავმა? სისულელეა! იგი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და შესაბამისად ეს მიზეზი გამორიცხულია.. უბრალოდ ნერიაძურის ყელში ამოუვიდა ვანდას გამოხტომები და იკარდი ამ ყველაფრის მსხვერპლია.. თუ იგი ბოდიშს მოიხდის და ერთ ნაბიჯს უკან გადადგამს, მაშინ შესაძლებელია დისკუსიაზე წასვლა..

წინააღმდეგ შემთხვევაში მისი წასვლა გარდაუვალია, მაგრამ აქ თავად ინტერიც ზარალობს.. მისი ღირებულება უთამაშებლობის ფონზე დაიკლებს და დაიკლებს..

არის თუ არა რეალური შეთავაზება? შესაძლოა კულუარულ დონეზე მიმდინარეობს კონსულტაცია ფეხბურთელის პირად კონტრაქტზე.. მაგრამ ჯერჯერობით რომელიმე კლუბისგან ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა..

ამ ეტაპზე სამი კლუბი სახელდება – ჩელსი, იუვენტუსი და რეალი..

სხვათაშორის იუვეზე კიდევ ერთი საინტერესო დეტალია.. არ არის გამორიცხული ტურინმა საერთოდ უარი თქვას იკარდიზე და ნუ დაგავიწყდებათ იგუაინი! დიახ, გონსალო თუ ჩელსიმ არ გამოისყიდა პარატიჩის უბრალოდ სხვა გზა არ ექნება და პიპიტა იუვეში დაბრუნდება. ასეთ შემთხვევაში მას აღარ მოუწევს ფორვარდზე ზრუნვა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ვეგა
ვეგა
5 years ago

კარგია მე მივესალმები ამას მოიყვანენ ჭკუაზე აქ.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x