ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალექს სანდრო ატლეტიკოსთან მატჩზე

ალექს სანდრო მოახლოებულ დაპირისპირებაზე საუბრობს:

“ამ ეტაპზე ვინც არ უნდა შეგხვედროდა, ყველასთან გაგვიჭირდებოდა თამაში, რადგან პლეი-ოფში შემთხვევით არავინ არ გადის..

თავის მხრივ ატლეტიკო განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან მათ შემადგენლობაში არაერთი უმაღლესი დონის მოთამაშეა.. საქმე მხოლოდ გრიზმანში ან სხვა შემტევში არ არის..

შესაბამისად, კონცენტრირებას მხოლოდ ესპანელთა შემტევებზე ვერ გავაკეთებთ, რადგან ამ შემთხვევაში სხვა ზონის მოთამაშეები გააქტიურდებიან, რომლებსაც ასევე შეუძლიათ პრობლემების შექმნა.

ეს იქნება უაღრესად დაძაბული და საინტერესო ორ რაუნდიანი ბრძოლა, სადაც დიდი იმედი გვაქვს მომავალ ეტაპზე გასვლის. არ ღირს იმის გამეორება რაც ისედაც ყველასათვის ნათელია..

ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა, რომლის მოსაპოვებლად ყველა სირთულე უნდა დავძლიოთ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x