ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი:”ჩემპიონთა ლიგის მოგებით არნახულ ემოციას მივიღებ”

პაველ ნედვედი მოახლოებულ პერიოდზე საუბრობს:

ხშირად მეკითხებიან რა მოხდება თუ კი იუვე ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.. ფეხბურთელობისას არაერთხელ შევეჭიდე ამ მიზანს, მაგრამ წარმატების მიღწევა ვერ მოვახერხე..

არაჩვეულებრივი ემოცია იქნება თუ მანამ მოვახერხებთ ამ ჯილდოს მოპოვებას, სანამ გუნდის ნაწილი ვიქნები.. შემდეგ თავისუფლად შემეძლება თქმა, რომ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღე!

საერთოდ არ მიყვარს საქმის შუა გზაში მიტოვება.. ამ შემთხვევაზე ძალზედ რთულია ასეთი ფორმულირება მოახდინო, მაგრამ მაქვს გრძნობა რომ გუნდის მიმართ გარკვეული ვალდებულება გამაჩნია.. ლიგის მოპოვება კი სიმშვიდის განცდას მომანიჭებს.

ანალოგიური გრძნობა დამეუფლა სერია ბ-ში ყოფნისას.. მაშინ გარკვეულმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ პრობლემების ქვეშ მყოფი გუნდის დატოვება, რომელმაც ბევრი მოგვცა არ იქნებოდა მართებული.. იუვენტუსი ამას ჩვენგან არ იმსახურებდა. ამიტომაც გადაწყდა დარჩენა და ბიანკონერის სათანადო დონეზე დაბრუნება.

სხვათაშორის იუვეში გადმოსვლამდე ჩემით იუნაიტედი ინტერესდებოდა.. ინგლისელების და საერთოდ ინგლისური ფეხბურთის მიმართ ყოველთვის გამაჩნდა სიმპატია.. განსაკუთრებით წითელი ეშმაკების და მათი დამრიგებლის.. ფერგიუსონი საოცარი პიროვნებაა, რომელსაც არაერთხელ შევხვდი როგორც ფეხბურთელის რანგში, ასევე კარიერის დასრულების შემდეგაც..

მეორეს მხრივ როდესაც უკან ვიყურები სიამაყის გრძნობით ვივსები.. ბედნიერი ვარ, რომ ახლაც შემიძლია საყვარელი კლუბის წინსვლაში წვლილი შევიტანო. ფეხბურთი ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია!

რონალდუ როგორც ფეხბურთელი ყველამ კარგად ვიცოდით, რასაც წარმოადგენდა.. ჩვენზე შთაბეჭდილება სხვა ასპექტებმა მოახდინა.. ურთიერთობაში ის კიდევ უფრო განსაკუთრებული თვისებების პატრონია..

როგორც იუვეს ვახასიათებ ხოლმე, რონალდუ ამ თემატიკაში ზუსტად ჯდება.. იგი იუვენტუსის სრულფასოვანი წევრია.. ჩვენი და მისი მენტალიტეტი ერთმანეთს იდეალურად უგებენ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

უმაგრესი კაცი და ადამიანია პავლიკა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x