ვენგერი რემზიზე საუბრობს და იუვეს აქებს
ლონდონის არსენალის ექს თავკაცი არსენ ვენგერი აარონ რემზიზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იუვენტუსმა მისი დამატებით სწორი ნაბიჯი გადადგა:
“აარონის სახით არსენალმა დიდი ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ თავად მოთამაშეს ტურინული გამოცდილება დადებითად წაადგება. ერთი სიტყვით ყველაზე მეტად ამ გარიგებით იუვენტუსმა იხეირა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირება? ატლეტიკო დაცვაში კარგად ირჯება და მითუმეტეს პირველი მატჩი ესპანელთა მინდორზეა..
თუმცა, პირადად მე ლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად იუვეს მივიჩნევ. ვნახოთ, ფეხბურთში ხომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.