ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი:”ტურინი ჩემი სახლია”

ლეონარდო ბონუჩი მოახლოებულ ბატალიებზე:

“როდესაც გუნდში კრიშტიანო რონალდუ მოდის, ბუნებრივია შენი ამბიციები მატულობს.. ეს ხება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებასაც, რომლის მოპოვების შანსები ახლა მნიშვნელოვნად დიდია, თუმცა ეს მხოლოდ პორტუგალიელის მოსვლას არ გამოუწვევია.

რაც შეეხება კონკურენტებს.. რეალი რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს ჩემპიონთა ლიგის თამაშს ყოველთვის დიდი ყურადღებით უდგება..

ბაიერნის და ლივერპულის დაპირისპირება ძალზედ საინტერესო იქნება.. ჩემი აზრით ორივე გუნდსაც ასევე კარგი შანსი აქვს საბოლოო გამარჯვებისთვის იბრძოლოს..

ატლეტიკო რთული მეტოქეა.. გუნდი რომელიც არასოდეს ნებდება და ნებისმიერ წამს შეუძლია აფეთქება.. მორატას ვესაუბრე.. ჩვენ კარგ მეგობრები ვართ, მაგრამ მოედანზე ყველაფერი სხვაგვარად არის.

ვუთხარი, რომ მოედანზე გამოვიდოდით თუ არა მის სიახლოვეს ვიქნებოდი.. მისი პასუხი იყო – როგორც ყოველთვის არა?

სიმეონემ ატლეტიკოსგან საოცარი პროდუქტი შექმნა.. მან ფეხბურთელებს მარტო გამარჯვებულის მენტალიტეტი კი არა, სრულყოფილებისკენ სწრაფვის სურვილი გაუღვივა..

ალეგრიმ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვასწავლა იყო ის, რომ მატჩებში სადაც პრობლემებს განვიცდით ვპოულობთ ძალას საკუთარ თავში ყველაფრის შემოსატრიალებლად.

ბონუჩი-კიელინი-ბარძალის ტრიო? საქმე იმაშია, რომ ჩვენთვის დაცვა არის ხელოვნება.. მოგვწონს როდესაც მეტოქის ფეხბურთელებს გაქანების საშუალებას არ ვაძლევთ..

რეალს მართლა სურდა ჩემი შეძენა, მაგრამ როდესაც ტურინში დაბრუნების შანსი გაჩნდა, არც დავფიქრებულვარ.. ტურინი ჩემი სახელია და ამას უკვე ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის”.

დიბალამ ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად მოუმატა და მას საერთოდ არ აინტერესებს გაიტანს თუ არა გოლს.. მთავარია გუნდისთვის მაქსიმალური სარგებელი მოიტანოს. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და სეზონის ფინიშზე დიდ დახმარებას გაგვიწევს.

მსურს თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე ბუფონთან შეხვედრა? ალბათ არა.. მოედანზე იგი ნამდვილად ნომერ პირველია და ყველაფერთან ერთდ ჩემი დიდი მეგობარი. მეორეს მხრივ გაგვიმართლა, რომ შესნის დონის მეკარე ჩვენთან არის.. ამასთანავე პერინი სწრაფ ტემპში პროგრესირებს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x